"ასეთი შეხვედრის შემდეგ ვფიქრობ, პრობლემა არა ტაქტიკაში, არამედ იმაში იყო, რომ..." - სანიოლის კომენტარი ჩეხეთთან წაგების შემდეგ | Allnews.Ge

"ასეთი შეხვედრის შემდეგ ვფიქრობ, პრობლემა არა ტაქტიკაში, არამედ იმაში იყო, რომ..." - სანიოლის კომენტარი ჩეხეთთან წაგების შემდეგ

ერთა ლი­გის ბოლო, მე­ექ­ვსე ტურ­ში საქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი სტუმ­რად ჩე­ხეთს და­უ­პი­რის­პირ­და და ან­გა­რი­შით 2:1 და­მარ­ცხდა.

ვილი სა­ა­ნი­ოლ­მა ჩვე­ნი გუნ­დი ასე­თი ძი­რი­თა­დი შე­მად­გენ­ლო­ბით გაყ­ვა­ნა მინ­დორ­ზე:

მა­მარ­დაშ­ვი­ლი, კა­კა­ბა­ძე, კა­შია, გვე­ლე­სი­ა­ნი, ლო­ჩოშ­ვი­ლი, დვა­ლი, ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი, კი­ტე­იშ­ვი­ლი, ჩაკ­ვე­ტა­ძე, კვა­რა­ცხე­ლია, მი­ქა­უ­ტა­ძე.პირ­ვე­ლი ტა­ი­მი მას­პინ­ძელ­თა შე­ტე­ვე­ბით და­ი­წყო და სამ­წუ­ხა­როდ, უკვე მე-3 წუთ­ზე ბურ­თი ჩვენს კარ­ში გა­ვი­და. გოლი პა­ველ შულცმა გა­ი­ტა­ნა.მა­ლე­ვე კვა­რა­ცხე­ლი­ას კარ­გი პა­სის შემ­დეგ ლო­ჩოშ­ვილს ან­გა­რი­შის გა­თა­ნაბ­რე­ბის შან­სი ჰქონ­და, თუმ­ცა მისი დარ­ტყმუ­ლი მე­კა­რემ მო­ი­გე­რია.

24-ე წუთ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს კარ­ში მე­ო­რე გოლი სა­ჯა­რი­მო დარ­ტყმი­დან ადამ ჰლო­ზეკ­მა გა­ი­ტა­ნა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ პირ­ველ ტა­იმ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს არა­ფე­რი გა­მოს­დი­ო­და, შე­სა­ბა­მი­სად, პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი ან­გა­რი­შით 2:0 დას­რულ­და.

მე­ო­რე ტა­იმ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი გა­აქ­ტი­ურ­და, ყვე­ლა ფეხ­ბურ­თე­ლი თავ­და­დე­ბით იბ­რძო­და, რა­მაც შე­დე­გი გა­მო­ი­ღო და მე-60 წუთ­ზე გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძემ ჩე­ხეთს გა­უ­ტა­ნა და ან­გა­რიშ­ში სხვა­ო­ბა შე­ამ­ცი­რა, თუმ­ცა ამის შემ­დეგ არ­სე­ბი­თად არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა. ქარ­თვე­ლე­ბი უტევ­დნენ, ბურ­თის გა­ტა­ნის შან­სი ორ­ჯერ მი­ე­ცა ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძეს, თუმ­ცა გოლი არა და არ გა­ვი­და. ასე, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა ჯგუფ­ში ლი­დე­რო­ბა ვერ შე­ი­ნარ­ჩუ­ნა და A დი­ვი­ზი­ონ­ში ჩვე­ნი და­წი­ნა­უ­რე­ბაც გა­და­ი­დო.

ერთა ლი­გის ბოლო, მე­ექ­ვსე ტურ­ში ჩე­ხეთ­თან 1:2 და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ, პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მწვრთნელ­მა ვილი სა­ნი­ოლ­მა ისა­უბ­რა:

"ასე­თი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ვფიქ­რობ, პრობ­ლე­მა არა ტაქ­ტი­კა­ში, არა­მედ იმა­ში იყო, რომ ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი სა­თა­ნა­დო დო­ნე­ზე არ იყ­ვნენ, აგ­რე­სია და ინ­ტენ­სი­ვო­ბა აკ­ლდათ. ტაქ­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის შემ­დეგ გუნ­დი უკეთ ათა­მაშ­და, მაგ­რამ როცა ორ­ბურ­თი­ა­ნი სხვა­ო­ბით მარ­ცხდე­ბი, ამ დო­ნის გუნდთან თა­მა­შის შე­მოტ­რი­ა­ლე­ბა რთუ­ლია.

მარ­ტში პლეი-აუ­ტის თა­მა­ში მოგ­ვი­წევს, B ლი­გა­ში უნდა დავ­რჩეთ. რა თქმა უნდა, როცა აგებ, რა­ღაც უნდა შეც­ვა­ლო. არ მინ­დო­და შეს­ვე­ნე­ბამ­დე მოც­და. ზუ­რი­კო თა­მაშ­ში კარ­გად ჩა­ერ­თო, ინ­ტენ­სი­ვო­ბა შეგვძი­ნა. ვერ შე­ვე­გუ­ე­ბი იმას, რომ გუნ­დის პროგ­რე­სი შე­ფერ­ხდეს, მარ­ტში ძლი­ე­რე­ბი უნდა დავ­ბრუნ­დეთ.

ოქ­ტომ­ბერ­სა და ნო­ემ­ბერ­ში შეხ­ვედ­რებ­ში ცუდი სტარ­ტი ჩვე­ნი პრობ­ლე­მა იყო. ბევ­რი სა­გო­ლე მო­მენ­ტი შევ­ქმე­ნით, უნდა გა­ვაგ­რძე­ლოთ მუ­შა­ო­ბა. გა­სახ­დელ­ში ვი­სა­უბ­რეთ, რომ უამ­რა­ვი დე­ტა­ლია, რა­ზეც ყუ­რა­დღე­ბა უნდა გა­ვა­მახ­ვი­ლოთ".