ავტოსაგზაო შემთხვევა გლდანის ხიდთან: სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება - რას ამბობს შსს?
თბილისში, გლდანის ხიდთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანმა მსუბუქი დაზიანება მიიღო.
როგორც "ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.