როგორია გახარიას პარტიის პოზიცია 25 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით - აპირებენ თუ არა პროტესტში მონაწილეობას? | Allnews.Ge

როგორია გახარიას პარტიის პოზიცია 25 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით - აპირებენ თუ არა პროტესტში მონაწილეობას?

იმ თე­მებ­ზე შეხ­ვედ­რებ­ში, რო­მე­ლიც კონ­კრე­ტუ­ლად მი­ტინ­გე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას შე­ე­ხე­ბა, ჩვენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ ვი­ღებთ , - ასე უპა­სუ­ხა "გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, კახა ქე­მოკ­ლი­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში „360 გრა­დუ­სი“ შე­კი­თხვას იმის შე­სა­ხებ, თუ რა­ტომ არ იღე­ბენ პარ­ტი­ის „გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ წევ­რე­ბი „ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ოფის­ში მიმ­დი­ნა­რე სა­კო­ორ­დი­ნა­ციო შეხ­ვედ­რა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, სა­დაც მო­მა­ვა­ლი დღე­ე­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა გა­ნი­ხი­ლე­ბა.

კახა ქე­მოკ­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ის თვლის, რომ იმ შეხ­ვედ­რებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რო­მე­ლიც მი­ტინ­გე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას შე­ე­ხე­ბა, აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის და ეს მათ არას­დროს და­უ­მა­ლავთ."არის შეხ­ვედ­რე­ბი, სა­დაც ვმო­ნა­წი­ლე­ობთ, არის შეხ­ვედ­რე­ბი, სა­დაც არ ვმო­ნა­წი­ლე­ობთ. იმ თე­მებ­ზე შეხ­ვედ­რებ­ში, რო­მე­ლიც კონ­კრე­ტუ­ლად მი­ტინ­გე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას შე­ე­ხე­ბა, ჩვენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ ვი­ღებთ, ეს არც დაგ­ვი­მა­ლავს არას­დროს, ეს არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი და არც დიდ პრობ­ლე­მად მი­მაჩ­ნია“, - გა­ნა­ცხა­და კახა ქე­მოკ­ლი­ძემ.

კახა ქე­მოკ­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, პარ­ტი­ის „გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ლი­დე­რე­ბი, 25 ნო­ემ­ბრის აქ­ცი­ას შე­უ­ერ­თდე­ბი­ან და ამას­თან, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ მის და­გეგ­მვა­შიც.

"არის აქ­ცი­ე­ბი, სა­დაც ჩვენ ვმო­ნა­წი­ლე­ობთ ისე, რო­გორც უნდა ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დეთ და ასე­თი აქ­ცი­ე­ბის დროს გარ­კვე­უ­ლი კო­ორ­დი­ნა­ცია არის, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ სა­დაც სხვა­დას­ხვა ოპო­ზი­ცი­უ­რი ჯგუ­ფე­ბი გა­და­წყვე­ტენ შეკ­რე­ბას, მა­ინც და მა­ინც ამ ტი­პის აქ­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ა­ში და და­გეგ­მვა­ში უნდა ვი­ყოთ ჩარ­თუ­ლი. ეს ასე არ არის და არ იქ­ნე­ბა.

მე არ ვიცი ოპო­ზი­ცია სა­ბო­ლოო ჯამ­ში რას გა­და­წყვეტს, მაგ­რამ 25 ნო­ემ­ბრის აქ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვე­ნი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან, ცხა­დია მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ და­გეგ­მვა­შიც და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ჩვე­ნი ძა­ლი­ან ბევ­რი მომ­ხრე იქ იდ­გე­ბა იმ კონ­კრე­ტულ დღეს და სხვა­დას­ხვა დრო­ის მო­ნაკ­ვეთ­ში“, - გა­ნა­ცხა­და კახა ქე­მოკ­ლი­ძემ.