"ეკუ, მესმის, შენთან ჭიათურაში რომ გადამეკეტა გზები, მაგრამ ჩვენს უბანში ამოდიხართ და გვაფერხებთ" - როგორ პასუხობს სალომე გოგიაშვილი ეკა კვესიტაძეს, "სვეცკებზე" დაწერილი პოსტის შემდეგ | Allnews.Ge

"ეკუ, მესმის, შენთან ჭიათურაში რომ გადამეკეტა გზები, მაგრამ ჩვენს უბანში ამოდიხართ და გვაფერხებთ" - როგორ პასუხობს სალომე გოგიაშვილი ეკა კვესიტაძეს, "სვეცკებზე" დაწერილი პოსტის შემდეგ

2024 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კურ­მა სი­ტუ­ა­ცი­ამ კვლავ და­ძა­ბუ­ლია. ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლე­ბი არ­ჩევ­ნებს არ აღი­ა­რე­ბენ, რა­საც არა­ერ­თი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია მოჰ­ყვა. და­პი­რის­პი­რე­ბა გრძელ­დე­ბა ორი­ვე მხა­რის ამომ­რჩევ­ლებს შო­რის.

"მთა­ვა­რი არ­ხის" ჟურ­ნა­ლის­ტი ეკა კვე­სი­ტა­ძე ოპო­ზი­ცი­ის მხარ­დამ­ჭე­რია. მისი სტა­ტუ­სე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არა მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის, არა­მედ მათი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის კრი­ტი­კი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვა. რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ და­წე­რილ მის ერთ-ერთ სტა­ტუსს, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მხარ­დამ­ჭე­რე­ბის ნა­წი­ლის კრი­ტი­კაც მოჰ­ყვა."სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის ერთი რა­მეც უნდა აღ­ვნიშ­ნოთ - თუ ვინ­მე მარ­თლა რა­მეს წარ­მო­ად­გენს ამ ქა­ლაქ­ში - ე.წ. "სვეც­კო­ბა" იქ­ნე­ბა და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ელი­ტა, ამ მი­ტინ­გებ­ზე დგას და ეს ზარ­ქუ­ას დის თუ სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლე­ბის იმედ­ზე მყო­ფი და იკა­რუ­სე­ბით გა­ღა­ტა­კე­ბუ­ლი ხალ­ხის ჩა­მომ­ყვა­ნი ქო­ცე­ბი რამ­დენს ბე­და­ვენ. მარ­თლა რამ­დენს ბე­და­ვენ “ამ ვი­დით" - წერს კვე­სი­ტა­ძე.

ჟურ­ნა­ლის­ტის სტა­ტუსს სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლი პი­რა­დად გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

"ეკუ, მეს­მის, შენ­თან ჭი­ა­თუ­რა­ში რომ გა­და­მე­კე­ტა გზე­ბი და შე­მე­ფერ­ხე­ბი­ნე, მაგ­რამ ჩვენს უბან­ში ამო­დი­ხართ და გვა­ფერ­ხებთ ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას და კი­დევ ჩვენ­ზე ხართ გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი? - ნტტტ, ეკუ­უუ, რა დღე­ში გაქვს ნერ­ვე­ბი…" - წერს სა­ლო­მე, თუმ­ცა გარ­და სა­ლო­მე­სი, კვე­სი­ტა­ძის სტა­ტუ­სი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის ნა­წილ­საც არ მო­ე­წო­ნათ, რის გა­მოც, ჟურ­ნა­ლისტს კი­დევ ერთხელ მო­უ­წია გან­მარ­ტე­ბის გა­კე­თე­ბა.

imagetools0-65400-1732165843.jpg

"ვი­ღა­ცე­ბი უკონ­ტექ­სტოდ და­ათ­რე­ვენ ჩემს ერთ პოსტს თურ­მე. სუ­ნი­ა­ნე­ბი რომ ეძა­ხეს ქო­ცე­ბის წერა-კი­თხვის უცო­დი­ნარ­მა ტრო-ბო­ტებ­მა აქ­ცი­ა­ზე მდგომ ხალ­ხს, იმა­ზე დავ­წე­რე. ამა­ზე სა­სა­ცი­ლო მარ­თლა არა­ფე­რი ვიცი. ისე ტო­ნის შეგ­რძნე­ბა რომ ჰქონ­დეთ ადა­მი­ა­ნებს, უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და და კი­დევ წა­კი­თხუ­ლის გა­აზ­რე­ბის - იმე­დია, დამ­ლა­ი­ქებ­ლებს მა­ინც აქვთ.

პ.ს. ისე მე გლე­ხი ვარ და სვეც­კო­ბის წევ­რი არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ..." - ასე ხსნის კვე­სი­ტა­ძე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ და­წე­რილ სტა­ტუსს.

მისი თქმით, გო­გი­აშ­ვი­ლი, ქო­ცუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის სახე უკვე გა­მო­მეხ­მა­უ­რა, ასე­ვე დას­ძენს, რომ მალე "ანო­უ­კი­სა და ზარ­ქუ­ას დას" ელო­დე­ბა.