"ქუჩაში ცხოვრობს, არის ბავშვთა სახლში გაზრდილი" - რა ინფორმაციას ავრცელებს დომენიკ მანგო ახალგაზრდაზე, რომლის ვიდეოც ვირუსულად გავრცელდა
საზოგადოებრივი აქტივისტი დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში წერს ახალაგზარდა მამაკაცზე, რომლეი ვიდეიოც ვირუსულად გავრცელდა.
"3 საათში უკვე 5 თვის ქირა შევაგროვეთ. ვაგრძელებთ ოჯახო, არ დააიგნოროთ.ლაშას შესახებ უკვე გაიგეთ ჩემი გვერდიდან. ცოტა ხნის წინ ვესაუბრე მის მეგობარს და ფსიქოთერაპევტს, რომელმაც მომიყვა ლაშას მდგომარეობა. ეს ახალგაზრდა ბიჭი ქუჩაში ცხოვრობს, ღამეებს ათენებს ხან რესტორნებში, ხანაც ქუჩის კუთხეებში. არის ბავშვთა სახლში გაზრდილი, ცხოვრებამ არ მოუტანა არც ოჯახი, არც ია-ვარდ მოფენილი ყოველდღიურობა. არის ძალიან მეგობრული, უბოროტო ადამიანი. მისი ქცევითი განსხვავებულობის გამო ვერც საქმდება და არც ჩვენი საზოგადოებაა მის მიმართ სიკეთით განწყობილი.
თავადაც ნახეთ თუ როგორ ჩაქოლეს, სრულიად უვნებელი განსხვავებულობის გამო. მინდა ახლავე და დაუყოვნებლივ გააღვიძოთ თქვენში ადამიანი და ერთად ვუქირაოთ ბინა ლაშას. ასევე გამოაღოთ კარადები, გამოიღოთ საუკეთესო სამოსი და მისცეთ მას. არის ძალიან მოწესრიგებული, ჰიგიენური ადამიანი. საჭირო იქნება ბინის ქირაობა (მოძებნა), მინიმუმ 1 წლის მაინც რომ გადავიხადოთ ქირა, ტანსაცმელები და ავეჯიც კი, რადგან ნოლიდან უნდა ავუწყოთ ახალი ცხოვრება. ვისაც შეგიძლიათ დაასაქმოთ, ასევე მომწერეთ 533333376 "ვოთსაფზე".ლაშასთვის გახსნილი ანგარიშის ნომრები კომენტარებშია. არ დაინანოთ, უსწრაფესი რეაგირება უნდა მოვახდინოთ ამ ყინვაში და ეს ახალგაზრდა ბიჭი უნდა გამოვგლიჯოთ ხელიდან იმ უბედურ ცხოვრებას, რომელიც არც ბავშვობაში დაკლებია ათასი საშინელების სახით (რასაც საჯაროდ ვერ დავწერ).გააზიარეთ პოსტი" - წერს დომენიკ მანგო