როგორ დავიკლოთ წონა დღეში ერთ წახემსებაზე უარის თქმით? | Allnews.Ge

როგორ დავიკლოთ წონა დღეში ერთ წახემსებაზე უარის თქმით?

როგორც წესი, დაბალკალორიული დიეტა დაკავშირებულია ზედმეტი კილოგრამების მოშორებასთან.თუმცა, უფრო და უფრო მეტი კვლევა ადასტურებს, რომ ამ ტიპის დიეტა ასევე სასარგებლოა მათთვის, ვინც არ გეგმავს წონის დაკლებას.

ერთმა ბოლო კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა The Lancet Diabetes & Endocrinology-ში, აჩვენებს, რომ დღეში მხოლოდ 300 კალორიის შემცირებამ შეიძლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს არტერიული წნევის მაჩვენებელი, შეამციროს სისხლში ქოლესტერინის და გლუკოზის დონე.ეს ნიშნავს, რომ მომავალში დიაბეტისა და გულის დაავადებების განვითარების რისკი პოტენციურად შემცირდება.

კვლევის ავტორები იყვნენ დიუკის უნივერსიტეტისა და ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლების სპეციალისტები, ასევე მეცნიერები აშშ-ს რამდენიმე სხვა კვლევითი ცენტრიდან.

კვლევაში მონაწილეობდა 21-დან 50 წლამდე ასაკის 218 ჯანმრთელი მამაკაცი და ქალი. მათ ჩაუტარდათ დეტალური სამედიცინო გამოკვლევა და ასევე აწარმოებდნენ კვების დღიურებს, იწერდნენ ყველაფერს, რასაც დღის განმავლობაში ჭამდნენ. ამან მეცნიერებს საშუალება მისცა დაესკვნათ, რომ მონაწილეები დღეში საშუალოდ დაახლოებით 2400 კალორიას მოიხმარდნენ. შემდეგ მონაწილეები შემთხვევითობის პრინციპით დაყვეს ორ ჯგუფად.

პირველი, რომელშიც დაახლოებით 150 ადამიანი შედიოდა, ერთი თვის განმავლობაში დაბალკალორიულ დიეტაზე გადავიდა - კალორიების მიღება 25%-ით შემცირდა. მონაწილეები საკვლევ ცენტრში იღებდნენ კვებას დღეში სამჯერ. გარდა ამისა, მათ გაუწიეს კონსულტაცია სწორ კვებაზე.

დანარჩენი მონაწილეები შეიყვანეს საკონტროლო ჯგუფში - ისინი ჭამდნენ ისე, როგორც იყვნენ მიჩვეულები და არ ღებულობდნენ კონსულტაციებს სწორ კვებასთან დაკავშირებით.

ერთი თვის შემდეგ, ორივე ჯგუფის მონაწილეები „გაათავისუფლეს“ - ახლა ადამიანებს სთხოვეს, მომდევნო ორის წლი განმავლობაში, დამოუკიდებლად გაეგრძელებინათ კვების რეჟიმის დაცვა იმ ჯგუფის შესაბამისად, რომელშიც ისინი იყვნენ. ამ ორი წლის განმავლობაში მონაწილეები გადიოდნენ პერიოდულად ჯანმრთელობის გამოკვლევებს.

„დაბალკალორიული“ ჯგუფის ადამიანებმა ვერ შეძლეს მკაცრად დაეცვათ მეცნიერთა ინსტრუქციები და შეეზღუდათ კალორიები. მათგან მხოლოდ 82%-მა გაძლო ძველებური რეჟიმით კვლევის დასრულებამდე.

ხოლო ორ წელიწადში კალორიების მიღების შემცირება საშუალოდ იყო არა 25%, არამედ მხოლოდ 12%. ანუ, ადამიანები იღებდნენ დაახლოებით 200-300 კალორიით ნაკლებს დღეში, ვიდრე კვლევის დაწყებამდე.

თუმცა, ასეთმა უმნიშვნელო შემცირებამაც კი გამოიწვია დადებითი შედეგები: მონაწილეთა სისხლში ქოლესტერინის და გლუკოზის დონე მოწესრიგდა, მეტაბოლიზმი გაუმჯობესდა და არტერიული წნევა დასტაბილურდა. გარდა ამისა, მონაწილეებმა "დაბალკალორიულ" ჯგუფში დაკარგეს, საშუალოდ, საწყისი წონის დაახლოებით 10%. საკონტროლო ჯგუფში მსგავსი არაფერი დაფიქსირებულა.

ბოლო დროს გახშირდა მოწოდებები, შეწყვიტეთ კალორიების დათვლა, შევწყვიტოთ საკვების კალორიული შემცველობის, როგორც მისი ჯანმრთელობის სარგებლობის საზომის, განხილვა და ნაცვლად ამისა, ფოკუსირება მოვახდინოთ საკვების ხარისხზე. ერთ-ერთმა ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ გადამუშავებულ საკვებს სხეულზე განსხვავებული გავლენა აქვს, ვიდრე დაუმუშავებელ საკვებს, მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს დაახლოებით იგივე საკვები შემადგენლობა.

თუმცა, რამდენიმე კვლევა ვარაუდობს, რომ კალორიების შეზღუდვას წონის დაკლების გარდა ჯანმრთელობის სარგებელი შეიძლება ჰქონდეს. იხილეთ სრულად