მიხეილ ყაველაშვილის საფეხბურთო კარიერა, ოჯახი, განათლება - რა არის ცნობილი ბაგრატიონების სიძესა და პრეზიდენტობის კანდიდატზე
"ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი "ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატია.
ის "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პარტიაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე წარადგინა
რა თქვა ბიძინა ივანიშვილმა წარდგენისას?
"პატიოსნება, სამართლიანობა, პატრიოტიზმი და პრინციპების ერთგულება არის ის თვისებები, რომლებიც მიხეილ ყაველაშვილს განსაკუთრებულად გამოარჩევს. ის, თავისი ბუნებით, თუ გნებავთ, ჰაბიტუსითაც, არის ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერება. ის არის შესანიშნავი მეუღლე და ოთხი შვილის მამა... დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი სრულად დაუბრუნებს პრეზიდენტის ინსტიტუტს დროებით წართმეულ ღირსებას“.
რა თქვა მიხეილ ყაველაშვილმა?
"უპირველესად დავიწყებ მადლობით. განსაკუთრებული მადლობა ბიძინა ივანიშვილს, ჩვენთვის საამაყო და გამორჩეულ პიროვნებას. ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ მე ამაყი და ბედნიერი ვარ, ასეთ რთულ ეპოქაში ჩვენი ქვეყნის დაცვა ამ ადამიანთან ერთად რომ მიწევს. დიდი მადლობა, რომ ეს ნდობა მომანიჭა. ასევე, მადლობა ჩემს თანამებრძოლებს, "ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს ნდობის გამოცხადებისთვის. რა თქმა უნდა, გათვითცნობიერებული მაქვს, რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა მითუმეტეს იმ ფონზე, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა შეურაცხყო და უგულებელყო ჩვენი მთავარი დოკუმენტი - საქართველოს კონსტიტუცია და დღესაც აგრძელებს მის დარღვევას“, - თქვა მიხეილ ყაველაშვილმა.
მიხეილ ყაველაშვილი 1971 წლის 22 ივლისს ბოლნისში დაიბადა,
საფეხბურთო კარიერა1990 წლიდან იწყება მისი წარმატებული სპორტული კარიერა. საქართველოს ნაკრების რიგებში ჩატარებული აქვს 46 მატჩი.
1988-1995 წლებში იყო "დინამო თბილისის“, ფეხბურთელი; 1994-1995 წლებში"ალანია-ვლადიკავკაზში“ თამაშობდა, 1995-1997 წლებში კი "მანჩესტერ-სიტი“ შემადგენლობაში ირიცხებოდა; 1997-1999 წლებში "გრასჰოფერის“, 1999-2002 წლებში "ციურიხის“, 2002-2003 წლებში კი "ლუცერნის“ ფეხბურთელი გახლდათ; 2003-2004 წლებში "სიონში“ თამაშობდა; 2004-2005 წლებში „არაუში“; 2004 წელს ისევ „ალანია-ვლადიკავკაზში“ დაბრუნდა; 2005-2006 წლებში კი „"გაზელის" მაისურით გამოდიოდა. ამ კლუბში დაასრულა აფეხბურთო კარიერა. იხილეთ სრულად