“ერთიანობის დროა, ყველა იმ აქტორის, რომლისთვისაც ძვირფასია ქვეყნის ევროპული მომავალი“ - თინა ბოკუჩავა ევროპარლამენტის მიერ, საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციაზე | Allnews.Ge

“ერთიანობის დროა, ყველა იმ აქტორის, რომლისთვისაც ძვირფასია ქვეყნის ევროპული მომავალი“ - თინა ბოკუჩავა ევროპარლამენტის მიერ, საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციაზე

“ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა მი­ი­ღო რე­ზო­ლუ­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ზე, სა­დაც სა­უ­ბა­რია არ­ჩევ­ნე­ბის არა­ღი­ა­რე­ბა­ზე და ხე­ლა­ხა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე. ასე­ვე არის მო­წო­დე­ბა პრე­ზი­დენტ ზუ­რა­ბიშ­ვილ­ზე, რომ შე­ი­წყა­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი“, - ამის შე­სა­ხებ “ერ­თი­ა­ნო­ბა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” თავ­მჯდო­მა­რემ, თინა ბო­კუ­ჩა­ვამ გა­ნა­ცხა­და.

“ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა მი­ი­ღო რე­ზო­ლუ­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ზე, სა­დაც სა­უ­ბა­რია არ­ჩევ­ნე­ბის არა­ღი­ა­რე­ბა­ზე და ხე­ლა­ხა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე. ასე­ვე არის მო­წო­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის და მათ შო­რის პრე­ზი­დენტ ზუ­რა­ბიშ­ვილ­ზე, რომ შე­ი­წყა­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი.

დღეს არის ერ­თი­ა­ნო­ბის დრო, ყვე­ლა იმ პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტო­რის, რომ­ლის­თვი­საც ძვირ­ფა­სია ჩვე­ნი ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი. მა­შინ, რო­დე­საც ივა­ნიშ­ვი­ლი ქვე­ყა­ნას აკარ­გვი­ნებს არა მხო­ლოდ ევ­რო­პულ მო­მა­ვალს, არა­მედ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბას, ყვე­ლამ, ვის­თვი­საც ძვირ­ფა­სია ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა, უნდა ჩავ­ჭი­დოთ ხელი და ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თოთ იმის­თვის, რომ გა­და­ვარ­ჩი­ნოთ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი“, - გა­ნა­ცხა­და თინა ბო­კუ­ჩა­ვამ.

-0:18 ცნო­ბის­თვის, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ რე­ზო­ლუ­ცია მი­ი­ღო, რო­მელ­საც მხა­რი 444-მა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა და­უ­ჭი­რა, 72-მა ხმა მის წი­ნა­აღ­მდეგ მის­ცა, ხოლო 82-მა თავი შე­ი­კა­ვა.

დო­კუ­მენ­ტი ევ­რო­კო­მი­სი­ას სა­ქარ­თვე­ლოს უვი­ზო სტა­ტუ­სის გა­და­ხედ­ვის­კენ მო­უ­წო­დებს. ამას­თან, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის, კახა კა­ლა­ძის, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი­სა და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის და­სან­ქცი­რე­ბას მო­ი­თხოვს. გარ­და ამი­სა, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი მი­იჩ­ნევს, რომ 26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ არ უნდა აღი­ა­როს და ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­ჩევ­ნე­ბის ხე­ლახ­ლა ჩა­ტა­რე­ბის მო­წო­დე­ბით გა­მო­დის. ამას­თან, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა რე­ზო­ლუ­ცი­ის ტექ­სტში შეს­წო­რე­ბა და­ამ­ტკი­ცა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს მისი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის­კენ და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­წყა­ლე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.