ქართველი "ინფლუენსერების" რეაქციები წუხანდელ მოვლენებზე - ვინ რას წერდა?
თბილისი წუხელ მსოფლიო მედიის ობიექტივში იყო. დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებზე წერენ Guardian, CNN, AP, euronews და სხვები.
პროტესტი 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.აქციის მონაწილეები თავდაპირველად თბილისში ორი ლოკაციაზე - გორგასლის ქუჩაზე, "ქართული ოცნების" ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა.
ღამის 2:00 საათის, შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს. სპეცრაზმი იყენებს წყლის ჭავლსა და სპეციალურ საშუალებებს, მათ შორის ცრემლსადენ გაზს, და ე.წ. წიწაკის სპრეის მომიტინგეთა წინააღმდეგ. ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე მოძრაობა აღდგა.
ქვეყნისთვის მნიშვნელოვან დღეებში, ცნობილ სახეებთან ერთად, მნიშვნელოვანია იმ ადამიანების აზრი, რომლებსაც სოციალურ ქსელში დიდი აუდიტორია ჰყავს. ქართველი "ინფლუენსერების" ნაწილი თითქმის ყველა მოვლენაზე საკუთარ პოზიციას აფიქსირებს, ნაწილი აქციებზეც დადის, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც დუმან. წუხანდელ მოვლენების არ იყო გამონაკლისი. უამრავი ქართველი "ინფლუენსერი", რომლებსაც რამდენიმე ათასი გამომწერები ჰყავთ, აქციის კადრებს ავრცელებდნენ. მათ ნაწილს გამომწერებს შორის უამრავი უცხოელიც ჰყავს.
ვნახოთ, ვინ როგორ გამოეხმაურა 28 ნოემბრის მძიმე ღამის ქრონიკას:
ანანო სახელაშვილს "ინსტაგრამზე" ნახევარ მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს
მარიამ გველესიანს "ინსტაგრამზე" 233 ათასი გამომწერი ჰყავს
ცნობილ "იუთუბერს", გიორგი დანელიას 155 ათასი გამომწერი ჰყავს