"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი, როდესაც ქართველი ქართველს ასე უსწორდება" - ზაზა ფაჩულია | Allnews.Ge

"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი, როდესაც ქართველი ქართველს ასე უსწორდება" - ზაზა ფაჩულია

ცნო­ბი­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლი ზაზა ფა­ჩუ­ლია თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა და წერს:

"რთუ­ლია უყუ­რო ამ კად­რებს და არ გა­გიჩ­ნდეს პრო­ტეს­ტი, რო­დე­საც ქარ­თვე­ლი ქარ­თველს ასე უს­წორ­დე­ბა. ვგმობ და ვე­მიჯ­ნე­ბი ნე­ბის­მი­ე­რი მხრი­დან წარ­მოქ­მნილ ნე­ბის­მი­ერ ძა­ლა­დო­ბას. სა­ქარ­თვე­ლო იყო არის და იქ­ნე­ბა ევ­რო­პის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი" - ზაზა ფა­ჩუ­ლია.

შე­გახ­სე­ნებთ, 29 ნო­ემ­ბერს, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, პარ­ლა­მენ­ტის წინ 19:00 სა­ათ­ზე და­ი­წყო. ად­გილ­ზე ვი­თა­რე­ბა არა­ერ­თხელ და­ი­ძა­ბა პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­ებ­სა და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს შო­რის. მო­მი­ტინ­გე­ე­ბის დაშ­ლა სპეც­რაზმმა და­ახ­ლო­ე­ბით, ღა­მის, 12:00 სა­ა­თის­თვის და­ი­წყო. დე­მონ­სტრან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ არა­ერ­თხელ გა­მო­ი­ყე­ნეს წყლის ჭავ­ლი და სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი.

თა­ვის მხრივ დე­მონ­სტრან­ტე­ბი სა­პო­ლი­ციო ძა­ლე­ბის მი­სა­მარ­თით პი­რო­ტექ­ნი­კას და სხვა­დას­ხვა საგ­ნებს ის­როდ­ნენ, მო­მი­ტინ­გე­ე­ბი ცდი­ლობ­დნენ სხვა­დას­ხვა კონ­სტრუქ­ცი­ით ბა­რი­კა­დე­ბის აღ­მარ­თვა­საც, რათა სპეც­რაზ­მის­თვის გზა ჩა­ე­ხერ­გათ. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი აქ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას პე­რი­ო­დუ­ლად აკა­ვებ­დნენ მო­მი­ტინ­გე­ებს, არი­ან და­შა­ვე­ბუ­ლე­ბიც, თუმ­ცა მათი რა­ო­დე­ნო­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.