პარლამენტთან მორიგი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - რუსთაველის გამზირი გადაკეტილია
რუსთაველის გამზირზე მორიგი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი დაიკავეს, რის გამოც რუსთაველის გამზირზე გზა გადაიკეტა.
მომიტინგეები პარლამენტის შენობასთან განთავსებულ რკინის ჯებირებზე აბრახუნებენ, რითაც პროტესტს გამოხატავენ. ისინი „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერებას აპროტესტებენ.
დედაქალაქში საპროტესტო აქცია რამდენიმე ლოკაციაზეა დაგეგმილი, მათ შორის, „საქართველოს პირველ არხთან“ ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
თბილისის გარდა, საპროტესტო აქციები ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისსა და თელავში იმართება - დაგეგმილია აქცია ყვარელსა და გურჯაანში.