საზოგადოებრივ მაუწყებელთან მყოფი აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტს შეუერთდებიან | Allnews.Ge

საზოგადოებრივ მაუწყებელთან მყოფი აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტს შეუერთდებიან

საზოგადოებრივ მაუწყებელთან მყოფი აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.

მათი თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილების დაშლა დაიწყო სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ.

მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან კომუნიკაცია შედგა და ინტერვიუს დეტალები დაზუსტდა.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილების მოთხოვნად რჩება გადადგნენ არხის ხელმძღვანელი პირები: ვასილ მაღლაფერიძე და თინათინ ბერძენიშვილი. მათივე თქმით, ტელევიზიასთან ყოველდღიური იქნება პროტესტი, ვიდრე ხელმძღვანელი პირები არ გადადგებიან.