"მირტყეს, ჩემს გარშემო ადამიანებსაც უმოწყალოდ ექცეოდნენ - უგონოდ მყოფი პირი გამოვიყვანე და მეორე ბიჭის გამო შევბრუნდი..." - რას ჰყვება პატიმრობიდან გათავისუფლებული გიორგი ბახუტაშვილი? | Allnews.Ge

"მირტყეს, ჩემს გარშემო ადამიანებსაც უმოწყალოდ ექცეოდნენ - უგონოდ მყოფი პირი გამოვიყვანე და მეორე ბიჭის გამო შევბრუნდი..." - რას ჰყვება პატიმრობიდან გათავისუფლებული გიორგი ბახუტაშვილი?

რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე და­კა­ვე­ბულ­მა მსა­ხი­ობ­მა, გი­ორ­გი ბა­ხუ­ტაშ­ვილ­მა დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტო­რი 48-სა­ა­თი­ა­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბის ამო­წურ­ვის შემ­დეგ, დღეს დი­ლით, 06:00 სა­ათ­ზე და­ტო­ვა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში მსა­ხი­ო­ბი გან­მარ­ტავს, ის გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა იმ დროს და­ა­კა­ვეს, როცა გულ­წა­სუ­ლი ადა­მი­ა­ნის დახ­მა­რე­ბას ცდი­ლობ­და. ბა­ხუ­ტაშ­ვი­ლის თქმით, მა­საც, ისე­ვე რო­გორც დე­მონ­სტრან­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბას, ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ.

"დღეს დი­ლით, 06:00 სა­ათ­ზე გა­მო­მიშ­ვეს, აქ­ცი­ა­ზე, დარ­ბე­ვის დროს და­მა­კა­ვეს. ახა­ლი ხომ არ არის, რო­გორც მოქ­მე­დე­ბენ და რო­გორც აკა­ვე­ბენ ხალ­ხს. მირ­ტყეს რა თქმა უნდა, მაგ­რამ ჩემს გარ­შე­მო ადა­მი­ა­ნებს ისე უმო­წყა­ლოდ ექ­ცე­ოდ­ნენ, ამის აღ­ნიშ­ვნაც არ ღირს ალ­ბათ, ისე­თი არა­ფე­რი, ნა­კაწ­რე­ბია, გა­ივ­ლის, ჩემს თვალ­წინ ხალ­ხს ხო­ცავ­დნენ.

და­კა­ვე­ბის მერე ძა­ლა­დო­ბას სა­ერ­თოდ არ ჰქო­ნია ად­გი­ლი. და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, კი­დევ მე­ო­რე ეტა­პი იყო სის­ტე­მუ­რი და­ნა­შა­უ­ლის, სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი გა­კა­ვე­ბენ - გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტი გა­კა­ვებს, მერე სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ას გა­დას­ცე­მენ და მერე ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი მო­დი­ან და ისე ფუ­თა­ვენ ამას, თით­ქოს, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­გა­კა­ვეს. წლე­ბია ეს სის­ტე­მა ასე მუ­შა­ობს და ახა­ლი არ არის. მე კი­დევ ერთხელ გა­ვი­ა­რე და კი­დევ ერთხელ ძა­ლი­ან თვალ­სა­ჩი­ნო იყო ჩემ­თვის ეს სის­ტე­მუ­რი და­ნა­შა­უ­ლი. მარ­თლა ძა­ლი­ან ბევ­რი, ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნია ჩარ­თუ­ლი სხვა­დას­ხვა რგო­ლე­ბი - პო­ლი­ცია, სა­სა­მარ­თლო, გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტი, მო­დი­ან მერე, სა­სა­მარ­თლო­ში აძ­ლე­ვენ ცრუ ჩვე­ნე­ბებს, მო­სა­მარ­თლე­მაც იცის, რომ ცრუ ჩვე­ნე­ბებს ის­მენს, მა­ინც ასე გა­მო­აქვთ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი. ჩემი პრო­ცე­სი ჯერ არ გა­მარ­თუ­ლა, 48-სა­ა­თი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის ვადა გა­მი­ვი­და და სა­სა­მარ­თლოს და­ნიშ­ნა­ვენ ალ­ბათ.

და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი გა­მომ­ყავ­და, უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ვიყ­ვა­ნე მან­ქა­ნა­ში და მე­ო­რე გულ­წა­სულ ბიჭს მი­ათ­რევ­დნენ, ამის გამო შევ­ბრუნ­დი, ის გა­მო­მა­ტა­ნეს და პი­რი­ქით, რტყმით შე­მაგ­დეს მან­ქა­ნა­ში“, - გა­ნა­ცხა­და ბა­ხუ­ტაშ­ვილ­მა.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, მსა­ხი­ო­ბი გი­ორ­გი ბა­ხუ­ტაშ­ვი­ლი გურ­ჯა­ა­ნის იზო­ლა­ტორ­ში ჰყავ­დათ გა­დაყ­ვა­ნი­ლი.