რამდენი ათასი ევრო მოიპარეს მძარცველებმა მიქაუტაძის სახლიდან - "ორი მძარცველი სახლში ელოდებოდა" | Allnews.Ge

რამდენი ათასი ევრო მოიპარეს მძარცველებმა მიქაუტაძის სახლიდან - "ორი მძარცველი სახლში ელოდებოდა"

ფრანგული მედიის ინფორმაციით, ლიონთან ახლოს მდებარე კომუნა შალეში გიორგი მიქაუტაძის სახლი გაძარცვეს, ძვირფასეულობა და ტყავის ნივთები მოიპარეს, ზარალი 150 000-200 000 ათასი ევროა.

ფრანგული მედიის ცნობით, ორი მძარცველი მიქაუტაძის სახლში შეიჭრა და სახლში ელოდებოდა. როცა ფეხბურთელი დაბრუნდა, მძარცველები მას დაემუქრნენ, თუმცა ძალადობას ადგილი არ ჰქონია, იძულებული იყო მათთვის ძვირად ღირებული ნივთები მიეცა.

ფაქტი პირველ დეკემბერს დაფიქსირდა, როცა „ლიონი’’ „ნიცასთან’’ მატჩს მართავდა.