გაბრიელიუს ლანდსბერგისი და მარგუს ცაჰკნა იმ პირების სიას აქვეყნებენ, ვისაც ლიეტუვასა და ესტონეთში შესვლა აეკრძალა, მათ შორისაა ბიძინა ივანიშვილი, ვახტანგ გომელაური, ვაჟა სირაძე და „ხარება" | Allnews.Ge

გაბრიელიუს ლანდსბერგისი და მარგუს ცაჰკნა იმ პირების სიას აქვეყნებენ, ვისაც ლიეტუვასა და ესტონეთში შესვლა აეკრძალა, მათ შორისაა ბიძინა ივანიშვილი, ვახტანგ გომელაური, ვაჟა სირაძე და „ხარება"

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა იმ ადამიანების სიას აქვეყნებენ, ვისაც ლიეტუვაში და ესტონეთში შესვლა აეკრძალათ, მათ შორისაა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.

„უარი ეთქვათ ლიეტუვაში შესვლაზე ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებლობის გამო: ბიძინა ივანიშვილს, ვახტანგ გომელაურს, შალვა ბედოიძეს, იოსებ ჭელიძეს, ალექსანდრე დარახველიძეს, გიორგი ბუთხუზს, ზვიად ხარაზიშვილს, მილერი ლაგაზაურს, მირზა კეზევაძეს, ვაჟა სირაძესა და თეიმურაზ კუპატაძეს“, - წერს ლანდსბერგისი.

ამასთან, იგივე პირების სიას აქვეყნებს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნაც და აცხადებს, რომ ესტონეთი უკრძალავს შესვლას იმ ქართველებს, "ვინც ადამიანის უფლებებს არღვევს".

შეგახსენებთ, ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, გაბრიელიუს ლანდბერგისმა, ბაიბა ბრაჟემ და მარგუს ცაჰკნამ გუში განაცხადეს, რომ ბალტიის სამი სახელმწიფო, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი, ერთობლივად შეთანხმდა ეროვნული სანქციები დაუწესოს მათ, "ვინც საქართველოში ლეგიტიმურ საპროტესტო აქციების ჩახშობაში მონაწილეობს".