სამართალდამცველებმა პარლამენტის წინ, სადაც აქცია დაიწყო, დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს | Allnews.Ge

სამართალდამცველებმა პარლამენტის წინ, სადაც აქცია დაიწყო, დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს

სამართალდამცველებმა პარლამენტის წინ, სადაც აქცია დაიწყო, დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს.

აქციის მონაწილეები რკინის ჯებირზე ბრახუნით გამოხატავდნენ პროტესტს. მას შემდეგ კი რაც წყლის ჭავლი გამოიყენეს, ისმოდა საპროტესტო შეძახილები.

დემონსტრანტები სკანდირებენ: "მონებო, მონებო".

ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტილია.

ცნობისთვის, აქციის მონაწილეები აპროტესტებენ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, საქართველო 2028 წლამდე, ევროკავშირში წევრობაზე მოლაპარაკებების საკითხს აჩერებს. აქციები იმართება როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში.