"რუსულმა პროპაგანდამ დაიწყო სიცრუის გავრცელება, რომ თითქოს, საქართველოში ჩასვლას ვგეგმავთ" - უკრაინაში მებრძოლი "ქართული ლეგიონის" განცხადება: როგორ ეხმიანება მას პრეზიდენტის | Allnews.Ge

"რუსულმა პროპაგანდამ დაიწყო სიცრუის გავრცელება, რომ თითქოს, საქართველოში ჩასვლას ვგეგმავთ" - უკრაინაში მებრძოლი "ქართული ლეგიონის" განცხადება: როგორ ეხმიანება მას პრეზიდენტის

"რუ­სულ­მა პრო­პა­გან­დამ ცოტა ხნის წინ და­ი­წყო ცრუ გან­ცხა­დე­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნი" გეგ­მავს სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას", - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნი", რო­მელ­საც მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობს, გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

"რუ­სულ­მა პრო­პა­გან­დამ ცოტა ხნის წინ და­ი­წყო ცრუ გან­ცხა­დე­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნი" გეგ­მავს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩას­ვლას და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

ჩვენ კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ვყოფთ ამ უსა­ფუძ­ვლო ბრალ­დე­ბებს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ სრუ­ლად ვუ­ჭერთ მხარს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სა­მარ­თლი­ან აღ­შფო­თე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, შე­ა­ჩე­როს პროგ­რე­სი ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რე­ბის­კენ, ჩვე­ნი ბრძო­ლა რჩე­ბა აქ, უკ­რა­ი­ნა­ში, სა­დაც ჩვე­ნი სა­ერ­თო მტე­რია. ჩვე­ნი თავ­და­დე­ბა უკ­რა­ი­ნის გა­მარ­ჯვე­ბის­თვის ურ­ყე­ვია და ჩვენ ვიქ­ნე­ბით ფრონტზე, სა­ნამ ეს მი­ზა­ნი არ მი­იღ­წე­ვა", - ნათ­ქვა­მია "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის" გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც X-ზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.