"უმძიმესი წასაკითხია ის მესიჯები, რომელსაც ვიღებ - რომ ძარცვაში ჩემ მიერ გიოს სახლში გადაღებული ვიდეოს ბრალეულობაა.. ღმერთმა იცის, რომ..." - რას წერს საბა საპანაძე | Allnews.Ge

"უმძიმესი წასაკითხია ის მესიჯები, რომელსაც ვიღებ - რომ ძარცვაში ჩემ მიერ გიოს სახლში გადაღებული ვიდეოს ბრალეულობაა.. ღმერთმა იცის, რომ..." - რას წერს საბა საპანაძე

Geo Team-ის ავ­ტო­რი და დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, საბა სა­პა­ნა­ძე წერს, რომ ის იღებს შე­ტყო­ბი­ნე­ბებს და ადა­მი­ა­ნე­ბი სწე­რენ, რომ გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძის ძარ­ცვა­ში "ფეხ­ბურ­თე­ლის სახ­ლში მის მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ოს ბრა­ლე­უ­ლო­ბაა".

"დღეს შუ­ა­დღით ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვი გა­ვი­გე, რომ ჩემი მე­გობ­რის, გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძის სახ­ლი გა­ძარ­ცვეს.უმ­ძი­მე­სი წა­სა­კი­თხი იყო ეს ამ­ბა­ვი და რო­გორც გიოს, ასე­ვე მის ოჯა­ხის წევ­რებს ანერ­ვი­უ­ლე­ბულ­მა მივ­წე­რე, რად­გან ამ მო­მენ­ტში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მათი ჯან­მრთე­ლო­ბა და უსაფრ­თხო­ე­ბა იყო.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი კარ­გა­დაა.

უმ­ძი­მე­სი წა­სა­კი­თხია ის კო­მენ­ტა­რე­ბი, თუ მე­სი­ჯე­ბი, რო­მელ­საც ამ ფაქ­ტის გა­გე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ჩემი მი­სა­მარ­თით ვი­ღებ, რომ ძარ­ცვა­ში, რო­მე­ლიც მოხ­და, ჩემ მიერ გიოს სახ­ლში გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ოს ბრა­ლე­უ­ლო­ბაა. ერთი რამ ზუს­ტად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ვი­დე­ო­ში წა­მი­თაც კი არ ყო­ფი­ლა მი­სა­მარ­თი ან სახ­ლის ლო­კა­ცი­ის რა­ი­მე მა­ი­დენ­ტი­ფი­ცი­რე­ბე­ლი მო­მენ­ტი ნაჩ­ვე­ნე­ბი. ღმერ­თმა იცის, რომ 2014 წლი­დან, მას შემ­დეგ რაც ამ საქ­მე­ში მოღ­ვა­წე­ო­ბა და­ვი­წყე, ყვე­ლა წამი ჩვე­ნი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე და კარ­გად ყოფ­ნა­ზე ვფიქ­რობ.მე და გიო ლი­ო­ნის ცენ­ტრში,ლამ­ბორ­გი­ნით ვი­ყა­ვით გა­სუ­ლე­ბი და 10-დან 9 ადა­მი­ა­ნი გიოს მან­ქა­ნას ფო­ტოს უღებ­და, იმ­დე­ნად დიდი იშ­ვი­ა­თო­ბა იყო ეს ხალ­ხის­თვის. გიოს რომ ხე­დავ­დნენ სა­ჭეს­თან, სა­ერ­თოდ დიდი სი­ხა­რუ­ლით ეგე­ბე­ბოდ­ნენ.

უღ­რმე­სი მად­ლო­ბა ყვე­ლა ადა­მი­ანს, ვინც თბი­ლი და გა­მამ­ხნე­ვე­ბე­ლი სი­ტყვე­ბი მომ­წე­რა, იმ­დე­ნად მძი­მე იყო ამ ბრალ­დე­ბის, ხუმ­რო­ბის დო­ნე­ზე წა­კი­თხვაც, რომ, სი­ტყვე­ბი­თაც ვერ აღვწერ.მად­ლო­ბა ღმერ­თს, გიო კარ­გა­დაა, მისი ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი კარ­გა­დაა და მჯე­რა, ბო­როტ­მოქ­მე­დებს მალე იპო­ვი­ან და სა­კად­რი­სად დას­ჯი­ან", - წერს საბა სა­პა­ნა­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი­სა და ფრან­გუ­ლი "ლი­ო­ნის" ფორ­ვარ­დი, 1 დე­კემ­ბერს, ლი­ო­ნი-ნი­ცას მატ­ჩის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სა­კუ­თარ სახ­ლში გა­ძარ­ცვეს. ინ­ფორ­მა­ცია ფრან­გულ­მა მე­დი­ამ გა­ავ­რცე­ლა. მი­ქა­უ­ტა­ძეს სახ­ლთან ორი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი დახ­ვდა, რომ­ლებ­მაც აი­ძუ­ლეს სახ­ლში შე­ეშ­ვათ და ძვირ­ფა­სი ნივ­თე­ბი მო­ი­თხო­ვეს. მო­პა­რუ­ლი ნივ­თე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 200 000 ევ­რომ­დეა შე­ფა­სე­ბუ­ლი.მძარ­ცვე­ლებ­მა პო­ლი­ცი­ის მოს­ვლამ­დე გაქ­ცე­ვა მო­ა­ხერ­ხეს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი მათ ძებ­ნას ამ დრომ­დე აგ­რძე­ლე­ბენ.

"გა­მარ­ჯო­ბა ყვე­ლას. გუ­შინ­დე­ლი შემ­თხვე­ვის შემ­დეგ, მინ­და და­გარ­წმუ­ნოთ, კარ­გად ვარ და ფი­ზი­კუ­რი ზი­ა­ნი არ მი­მი­ღია. დიდი მად­ლო­ბა თქვენ, მხარ­დამ­ჭე­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის­თვის. ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ვრჩე­ბი ჩემს მიზ­ნებ­ზე კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი და ძა­ლი­ან მალე კვლავ შევ­ხვდე­ბით. მშვი­დო­ბი­ან დღეს გი­სურ­ვებთ და გა­უფრ­თხილ­დით ერ­თმა­ნეთს“ - წერს მი­ქა­უ­ტა­ძე.