როგორი იქნება 2025 წლის პირველი თვე, იანვრის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები, ჩაინიშნეთ მნიშვნელოვანი თარიღები
გილოცავთ ახალი 2025 წლის დადგომას, ბედნიერი და წარმატებული წელი გქონდეთ, ახლა კი ვნახოთ, რა გვიმზადებენ პლანეტები წლის პირველ თვეს...
2025 წლის პირველიდან ხუთ იანვრამდე ცაში ყალიბდება მძლავრი ასპექტი - ოპოზიცია მერწყულში მყოფ პლუტონსა და ლომში მყოფ რეტროგრადულ მარსთან. ეს ინტენსიური ენერგიის დროა, როდესაც ფარული დაძაბულობა და წინააღმდეგობები ზედაპირზე გამოდის, ითხოვს ყურადღებას და დამუშავებას. იქნება დაპირისპირება ინდივიდუალურ ძალასა და კოლექტიურ პროცესებს შორის, კონტროლის სურვილსა და თავისუფლების მოთხოვნილებას შორის. ეს არის დრო, როდესაც შიდა კონფლიქტი შეიძლება გამოვლინდეს გარე მოვლენებით.
3 იანვარს ვენერა მთელი თვით გადადის თევზებში, პლანეტის ეს ტრანზიტი თქვენს პირად ცხოვრებაში სინაზეს და რომანტიკას შემოიტანს. ფინანსურად წარმატებული პერიოდია ხელოვანი ადამიანებისთვის და შემოქმედებითი საქმიანობით დაკავებულებისთვის.
6 იანვარს მერკური და ნეპტუნი ქმნიან დაძაბულ ასპექტს, - საკმაოდ რთულ ფსიქოლოგიურ კლიმატს. ამ დღეს კომუნიკაციის ეფექტურობა იკლებს, რადგან ადამიანები უფრო დაუცველები და შეურაცხყოფისკენ მიდრეკილნი ხდებიან. მარტივად რომ აგიხსნათ, გარშემო მყოფებს არ ესმით რასაც ამბობთ. ამასთან არის ილუზიებში გადავარდნის ალბათობა.
8 იანვარს მერკური თხის რქაში გადავა 28 იანვრამდე, ყურადღებას გაამახვილებთ კონკრეტულ ამოცანებზე, დაგეგმვასა და კომპლექსური საკითხების გადაწყვეტაზე. ამ დროს ფსიქიკური პროცესები და კომუნიკაციები სერიოზულ, საქმიან ხასიათს იძენს. თხის რქაში მერკურის ენერგია ხელს უწყობს რეალისტური გეგმების შედგენას, ფინანსურ დოკუმენტებთან მუშაობას და გრძელვადიანი პროექტების განხორციელებას.
2025 წლის 12 იანვრიდან კარმული კვანძები ქალწული-თევზების ღერძზე გადადიან მომდევნო 1,5 წლით. ასევე ამ დღეს, მარსისა და ნეპტუნის ჰარმონიული ასპექტი საშუალებას გაძლევთ შეუფერხებლად გადააკეთოთ ძველი ისტორიები ახლებურად და მოერგოთ ახალ ცხოვრებისეულ რეალობას.
ისევ კარმულ კვანძებს მივუბრუნდეთ, აღმავალი მთვარის კვანძი თევზებში გაგვიძლიერებს ინტუიციას, მოგვიტანს სულიერად განვითარების მოთხოვნას და სიცოცხლის დინებას ნდობის უნარს. გვაიძულებს ვეძიოთ უფრო ღრმა მნიშვნელობა, თავი დავანებოთ კონტროლს და გავხსნათ ჩვენი გული თანაგრძნობისა და სიყვარულისთვის. ეს არის დრო, როდესაც მნიშვნელოვანია ოცნებები, კრეატიულობა და იმის გაგება, რომ რაციონალური სამყაროს საზღვრებს მიღმა დევს ახალი შესაძლებლობები. ხოლო დაღმავალი კვანძი ქალწულში შეგვახსენებს, რომ წინსვლისთვის აუცილებელია პერფექციონიზმის, კრიტიკის და წვრილმანებისადმი მიჯაჭვულობის მიტოვება. მიუხედავად იმისა, რომ წესრიგი და სტრუქტურა მნიშვნელოვანი რჩება, დეტალებზე გადაჭარბებულმა ყურადღებამ შეიძლება შეზღუდოს წინსვლა. ეს კარმული კვანძი გვასწავლის დაბალანსებას პრაქტიკულობასა და ნდობას შორის, არ დაგვავიწყდეს, რომ ცხოვრება ყოველთვის არ ემორჩილება ლოგიკას.
13 იანვარს მზის რეტრო ურანთან ჰარმონიული ასპექტი ხელს უწყობს პიროვნების თვითგამოხატვას. აძლიერებს გამჭრიახობას და კრეატიულობას. კარგი დღეა "ურანის" პროფესიის მქონე ადამიანებისთვის (პროგრამისტები, ელექტრიკოსები, ინჟინრები, ასტროლოგები, ავიაციის სპეციალისტები).
14 იანვარს 02:26-ზე სავსემთვარეობა გველოდება ემოციურ კირჩხიბში. ეს ასპექტი შეგვახსენებს მჭიდრო კავშირების და შინაგანი ჰარმონიის მნიშვნელობას. სავსემთვარეობა მოგცემთ შანსს გადახედოთ წარსულის შეცდომებს და თავდაჯერებულად წახვიდეთ წინ.
15-16 იანვარი შფოთვითი დღეებია, რადგან ვენერა აყალიბებს დაძაბულობას რეტრო იუპიტერთან, ხოლო მზე ოპოზიციაშია რეტრო მარსთან. ამ დღეებს მოაქვს კონფლიქტური ენერგიების ნაზავი, რადგან ემოციები, მოქმედებები და სურვილები აწყდებიან შეზღუდვებს. ვენერას კვადრატული რეტრო იუპიტერი ხაზს უსვამს უთანხმოებებს ურთიერთობებში, ფინანსურ საკითხებსა და პირად ფასეულობებში. იხილეთ სრულად