ილია მეორე 92 წლის გახდა - რას წერდნენ მომავალ პატრიარქს მშობლები: "გწერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი..." | Allnews.Ge

ილია მეორე 92 წლის გახდა - რას წერდნენ მომავალ პატრიარქს მშობლები: "გწერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი..."

დღეს, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის, ილია მე­ო­რის და­ბა­დე­ბის დღეა. მას 92 წელი შე­უს­რულ­და.

"ყო­ველ სა­ღა­მოს, ძი­ლის წინ, მა­მა­ჩე­მი და-ძმებს ხა­ტე­ბის წინ დაგ­ვა­ყე­ნებ­და და ლოც­ვებს წაგ­ვი­კი­თხავ­და, ზოგ ლოც­ვას ჩვენც გვა­კი­თხებ­და, მა­გა­ლი­თად, 90-ე ფსალ­მუნს აუ­ცი­ლებ­ლად რო­მე­ლი­მე ჩვენ­განს გვათ­ქმე­ვი­ნებ­და, შემ­დეგ ნა­კურთხ წყალს გვას­ხუ­რებ­და და და­სა­ძი­ნებ­ლად გაგ­ვიშ­ვებ­და, თვი­თონ კი ლოც­ვას აგ­რძე­ლებ­და და იმით ამ­თავ­რებ­და, რომ ყო­ველ­თა წმი­და­თა ქარ­თველ­თა ხა­ტის წინ მუხლს იმ­დენ­ჯერ მო­იყ­რი­და, რამ­დე­ნი წმინ­და­ნი­ცაა გა­მო­ხა­ტუ­ლი ამ ხატ­ზე და ყო­ვე­ლი მათ­გა­ნის­გან ლოც­ვა-კურ­თხე­ვას ითხოვ­და", - ასე იხ­სე­ნებს ერთ-ერთ ქა­და­გე­ბა­ში პატ­რი­არ­ქი ილია მე­ო­რე თა­ვის ბავ­შვო­ბას...

ილია (ერის­კა­ცო­ბა­ში ირაკ­ლი) ღუ­დუ­შა­ურ-ში­ო­ლაშ­ვი­ლი 1933 წლის 4 იან­ვარს ვლა­დი­კავ­კაზ­ში, გი­ორ­გი სი­მო­ნის ძე ღუ­დუ­შა­უ­რი-ში­ო­ლაშ­ვი­ლი­სა და ნა­ტა­ლია იო­სე­ბის ასულ კო­ბა­ი­ძის კე­თილ­მორ­წმუ­ნე ოჯახ­ში და­ი­ბა­და. ის 1957 წელს ბე­რად აღიკ­ვე­ცა და ილია ეწო­და; 1957 წლის 18 აპ­რილს სი­ო­ნის სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძარ­ში ხელ­დას­ხმულ იქნა იე­რო­დი­აკ­ვნად; 1959 წლის 10 მა­ისს წმი­და სერ­გის მო­ნას­ტრის ლავ­რა­ში მღვდელ­მო­ნაზვნად; 1960 წლის 19 დე­კემ­ბერს აღყ­ვა­ნილ იქნა იღუ­მე­ნის, ხოლო 1961 წლის 16 სექ­ტემ­ბერს არ­ქი­მან­დრი­ტის ხა­რისხში; 1963 წლის 26 აგ­ვის­ტოს და­ი­ნიშ­ნა კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ქო­რე­პის­კო­პო­სად; 1963-1972 წლებ­ში იყო მცხე­თის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ის პირ­ვე­ლი რექ­ტო­რი; 1967 წელს გა­დაყ­ვა­ნილ იქნა აფხა­ზე­თის ეპარ­ქი­ა­ში; 1969 წელს აღყ­ვა­ნილ იქნა მიტ­რო­პო­ლი­ტის ხა­რისხში; 1977 წლის 23 დე­კემ­ბერს არ­ჩე­ულ იქნა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქად.

გი­ორ­გი ში­ო­ლაშ­ვი­ლი შვი­ლებს თა­ვი­დან­ვე ეკ­ლე­სი­ურ გა­რე­მო­ში ზრდი­და. ოჯა­ხი წმი­და ილია წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში და­დი­ო­და. უკვე ბე­რად შემ­დგარ შვილს მამა სიყ­ვა­რუ­ლი­თა და მო­წი­წე­ბით სავ­სე წე­რილს უგ­ზავ­ნის: -0:08 "სა­ხე­ლი­თა მა­მი­სა­თა და ძი­სა­თა და წმინ­დი­სა სუ­ლი­სა­თა. მო­კი­თხვა და გა­მარ­ჯვე­ბა მამა ილი­ას, აწ ჩემ შვილს ირაკ­ლი­სა. ყოვ­ლად­შემ­ძლე­სა ღმერ­თსა ვს­თხოვთ შენს ჯან­მრთე­ლად სი­ცო­ცხლეს, რომ შენი გული იყოს მუ­დამ გა­ხა­რე­ბუ­ლი. ამა­ღამ წმინ­და ნი­ნო­ო­ბაა, შე­გე­წი­ოს და და­გეხ­მა­როს. ირაკ­ლი, ჩვე­ნი დარ­დი ნუ გექ­ნე­ბა, ჩვენ სუყ­ვე­ლა­ნი კარ­გად ვართ. გი­მე­ო­რებ, ჩვენ არა­ფე­რი გვი­ჭირს რა, შენ გადი იო­ლა­სა, იყა­ვი კარ­გა, ღმერ­თი იყოს შენ­თან მუ­დამ. ჩვენს წუ­თი­სო­ფელ­ში ცხოვ­რე­ბა სიზ­მა­რია. გწერს გა­გაი, კი­დავ და კი­დავ, ღმერ­თი იყოს შენ­თა­ნა. მამა" - ას­რუ­ლებს შვი­ლი­სად­მი გაგ­ზავ­ნილ ემო­ცი­ურ წე­რილს გი­ორ­გი ში­ო­ლაშ­ვი­ლი.

ინო­ო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე ილია მე­ო­რი­სად­მი მი­წე­რილ წე­რილ­ში დედა წერს: "მო­კი­თხვა ჩემ საყ­ვა­რელ და ძვირ­ფას შვილს ირაკ­ლის, შევ­ნატ­რი ჩვენს გამ­ჩენ ღმერ­თს შენს სი­ცო­ცხლეს და ჯან­მრთე­ლად ყოფ­ნას, რომ იყოს შენი სი­ცო­ცხლე გა­ხა­რე­ბუ­ლი შენი ჯან­მრთე­ლო­ბით და ვხა­რობ­დეთ ჩვენ­ცა შენგნით. ირაკ­ლი, მი­ვი­ღე შენი გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ფული, წე­რი­ლი და რა თქმა უნდა გა­ვი­ხა­რეთ. ჩვენ იო­ლას გავ­დი­ვართ, იქ­ნებ გჭირ­დე­ბო­და და და­ი­კალ და ჩვენ გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნე... გე­ნაც­ვა­ლას დედა... ნი­ნო­ო­ბას გწერ ამ წე­რილს, იყავ კარ­გა, ღმერ­თი იყოს შენი მფარ­ვე­ლი, ღვთის­მშო­ბე­ლი, ნინო სა­ქარ­თვე­ლოს გან­მა­ნათ­ლე­ბე­ლი გეხ­მა­რე­ბო­დეს და გფა­რავ­დეს შვი­ლო ჩემო. მო­კი­თხვა ყვე­ლა შენს კე­თი­ლებ­სა და ეკ­ლე­სი­ის­თვის პა­ტი­ო­სან მორ­წმუ­ნეთ. დედა".

კი­დევ ერთ წე­რილ­ში ნა­ტა­ლია კო­ბა­ი­ძე რუ­სეთ­ში გამ­გზავ­რე­ბულ შვილს სამ­შობ­ლო­დან მო­კი­თხვას უგ­ზავ­ნის: "მო­კი­თხვა ჩემს საყ­ვა­რელ შვილს, ძვირ­ფას, ოქ­როს, ბრი­ლი­ანტს. შევ­ნატ­რი ღმერ­თს, შენს ჯან­მრთე­ლად სი­ცო­ცხლეს ჩემო გულო. ეხლა მი­ვი­ღეთ შენი დე­პე­შა, რო­მელ­შიც იწე­რე­ბი რო­გორ ჩახ­ვე­დი­თო, ჩვენ კარ­გად ჩა­ვე­დით, ორი დღე მცხე­თას გავ­ჩერ­დით, მერე სუყ­ვე­ლა­ნი ერ­თად წა­მო­ვე­დით. მო­კი­თხვა ყვე­ლას, შენს კე­თი­ლებს, შენს ერ­თგულ ქარ­თვე­ლებ­სა და რუ­სებ­საც. კარ­გად იყავ ჩემო სი­ცო­ცხლევ, ღმერ­თი იყოს შენი მფარ­ვე­ლი ყვე­ლა საქ­მე­ში და ყვე­ლა ბიჯ­ზე, ვეხ­ვე­წე­ბი ღვთის­მშო­ბელს, რომ გი­ფა­რავ­დეს და გიხ­სნი­დეს ბო­რო­ტის­გან. გწერს შენი დე­დაი, შენი გზის მყუ­რე­ბე­ლი"...