“უფროსი 8 წლის იყო, უმცროსი 4 თვის - ბავშვების დედა საავადმყოფოში წევს, მამა მის სანახავად წავიდა“ - რა ხდება ცნობილი ოკუპირებულ გალში მომხდარ ხანძარზე? | Allnews.Ge

“უფროსი 8 წლის იყო, უმცროსი 4 თვის - ბავშვების დედა საავადმყოფოში წევს, მამა მის სანახავად წავიდა“ - რა ხდება ცნობილი ოკუპირებულ გალში მომხდარ ხანძარზე?

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში გამ­თე­ნი­ი­სას ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. გა­ლის რა­ი­ონ სო­ფელ სა­ბე­რი­ო­ში, ერთ-ერთ სახ­ლში ხან­ძა­რი გაჩ­ნდა. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია “აია­შა­რა“ ტე­ლეგ­რა­მარხზე წერს, ხან­ძა­რი ჩო­ლა­რი­ე­ბის სახ­ლში გაჩ­ნდა. ცე­ცხლმა მთლი­ა­ნი შე­ნო­ბა წუ­თებ­ში მო­იც­ვა, სა­დაც 5 მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი იმ­ყო­ფე­ბო­და.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გა­ლის რა­ი­ო­ნის ე.წ. გამ­გე­ბე­ლი კონ­სტან­ტი­ნე ფი­ლია მი­ვი­და. მი­სი­ვე თქმით, გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვე­ბი­დან ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა ოთხი თვის იყო.

472670379-1131879752275050-7870198052923297719-n-57381-1736099178.jpg

“მთა­ვა­რი არხი“ მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებს ავ­რცე­ლებს. მათი კო­რეს­პონ­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, “უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის დროს ოჯახ­ში მხო­ლოდ მო­ხუ­ცი ბე­ბია იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მელ­მაც გა­და­წყვი­ტა, გა­სათ­ბო­ბად ღუ­მელ­ში ცე­ცხლი და­ენ­თო. მას საწ­ვა­ვი აე­რია და ნავ­თის ნაც­ვლად ბენ­ზი­ნი შე­ას­ხა. ბენ­ზი­ნი აალ­და, აფეთ­ქე­ბის შემ­დე­გად, ში­შის­გან ხე­ლი­დან გა­უ­ვარ­და ჭურ­ჭე­ლი, რო­მელ­შიც ბენ­ზი­ნი ესხა. შემ­დეგ კი ხან­ძა­რი გაჩ­ნდა.

სახ­ლს ცე­ცხლი რამ­დე­ნი­მე წუთ­ში მთლი­ა­ნად მო­ე­დო. მე­ზობ­ლებ­მა მძი­ნა­რე ბავ­შვე­ბის სახ­ლი­დან გა­მოყ­ვა­ნა ვერ შეძ­ლეს.“ იხილეთ სრულად