ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხს ევროკავშირში 10 იანვარს განიხილავენ
რადიო თავისუფლების ბრიუსელის ბიუროს ხელმძღვანელი, რიკარდ იოზვიაკი აცხადებს, რომ ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხს ევროკავშირში 10 იანვარს განიხილავენ. მისი თქმით, მას შემდეგ რაც ევროკავშირის წარმომადგენლები ამ გადაწტყვეტილებას მწვანე შუქს ოფიციალურად აუნთებენ, შეზღუდვა ძალაში, სავარაუდოდ, თებერვალში შევა. ქართული ოპოზიცია ფიქრობს რომ თუ საქართველოს ხელისუფლება ქართველი ხალხის ნებას არ გაიზიარებს, ევროპული და ამერიკული სანქციები უფრო მასშტაბური გახდება.