რატომ არის უჩვეულოდ თბილი ზამთარი საქართველოში და როგორია მომდევნო დღეების პროგნოზი? | Allnews.Ge

რატომ არის უჩვეულოდ თბილი ზამთარი საქართველოში და როგორია მომდევნო დღეების პროგნოზი?

რამ­დე­ნი­მე დღეა დე­და­ქა­ლაქ­ში ზამ­თრის­თვის უჩ­ვე­უ­ლოდ დათ­ბა, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა ფიქ­სირ­დე­ბა და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­შიც. თუმ­ცა სი­ნოპ­ტი­კო­სე­ბის თქმით, ამინ­დის არამ­კვეთ­რი გა­უ­რე­სე­ბაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი. "აქამ­დე სამ­ხრე­თის ზე­გავ­ლე­ნის ქვეშ ვი­ყა­ვით, ახლა არ­ქტი­კუ­ლი ცივი ჰა­ე­რის მა­სე­ბია შე­მო­სუ­ლი, რო­მე­ლიც უფრო მე­ტად იბა­ტო­ნებს და მისი ზე­მოქ­მე­დე­ბით, ამ თბილ ჰა­ერ­თან ტალ­ღუ­რად აი­წევს და და­ი­წევს“ - გან­გვი­მარ­ტავს. გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი პროგ­ნო­ზე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი,დოდო გვა­ზა­ვა:

- უახ­ლო­ე­სი 6-7 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰა­ე­რის მაქ­სი­მა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა ფიქ­სირ­დე­ბო­და - დაბ­ლობ რა­ი­ო­ნებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით, 20-21 გრა­დუ­სებ­ზეც კი მი­ვი­და, მთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში დღის მაქ­სი­მა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა ზო­გან - 12, ზო­გან - 16-15 გრა­დუ­სიც კი იყო.

ამ დღე­ებ­ში მა­ღალმთი­ან რა­ი­ო­ნებ­შიც შე­და­რე­ბით თბი­ლა - ტემ­პე­რა­ტუ­რა 12 გრა­დუ­სამ­დეა. ამ დათ­ბო­ბას­თან ერ­თად, თოვ­ლის მცი­რე სა­ფა­რე­ბი (დე­კემ­ბერ­სა იან­ვრის და­სა­წყის­ში მო­სუ­ლი) ცალ­კე­ულ რე­გი­ონ­ში შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით აჭა­რის, რა­ჭის და სვა­ნე­თის ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე. მა­გა­ლი­თად, მეს­ტი­ა­ში 40 სმ-ია, შოვ­ში - 43, აჭა­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ხუ­ლო­ში - 67 სმ. თოვ­ლის შე­და­რე­ბით მა­ღა­ლი სა­ფა­რი გვაქვს ბახ­მა­რო­ში და გო­დერ­ძის გა­და­სას­ვლელ­ზე.

- რაც შე­ე­ხე­ბა აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს?

- შარ­შან დღე­ვან­დელ დღეს გუ­და­ურ­ში თოვ­ლის სა­ფა­რის სი­მაღ­ლე 145 სმ-საც კი აჭარ­ბებ­და, მაგ­რამ ეს უმე­ტე­სად გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო არა იან­ვარ­ში მო­სუ­ლი თოვ­ლით, არა­მედ, ნო­ემ­ბერ-დე­კემ­ბერ­ში მო­სუ­ლი თოვ­ლით. მოქ­მე­დებ­და ხმელ­თა­შუ­ა­ზღვის ციკ­ლო­ნი და თოვ­ლის სა­ფა­რი გუ­და­ურ­ში იან­ვარ­ში 145 სმ ამი­ტომ შე­ნარ­ჩუნ­და. წელს ასე ვერ ვი­ტყვით. პრო­ცე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, - 54 სმ-ია. ბა­კუ­რი­ან­შიც და­იკ­ლო თოვ­ლის სა­ფარ­მა - 34 სმ-ია, ახალ­ქა­ლა­ქის მი­და­მო­ებ­ში - 3 სმ-ია... კა­ხე­თის რე­გი­ონ­ში თოვ­ლი სა­ერ­თოდ არ გვაქვს.

და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა - 20-21 გრა­დუ­სია, სა­ნა­პი­რო რა­ი­ო­ნებ­ში - 14-15. აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში - რამ­დე­ნი­მე დღეა ტემ­პე­რა­ტუ­რამ მო­ი­მა­ტა და კა­ხეთ­ში 15 გრა­დუსს მი­უ­ახ­ლოვ­და, დე­და­ქა­ლაქ­ში - 13 გრა­დუსს. შე­სა­ბა­მი­სად, რამ­დე­ნი­მე გრა­დუ­სით მთი­ან და მა­ღალ მთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში მო­ი­მა­ტა.

ხოლო პროგ­ნო­ზით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ჩრდი­ლო­ე­თის ცივი ჰა­ე­რის მა­სე­ბის მოქ­მე­დე­ბა 14 იან­ვრის დღის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან და­ი­წყე­ბა. და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს უმე­ტეს რა­ი­ონ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია ნა­ლე­ქი, დღის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში, თოვლში გა­დას­ვლა ცოტა გა­უ­ჭირ­დე­ბა. იქ­ნე­ბა წვი­მა და მერე, სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში თოვლში გა­და­ვა, ითო­ვებს მა­ღალმთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი ჩრდი­ლო მა­ღალ მთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში (სვა­ნე­თი და რაჭა ტე­რი­ტო­რია) ინ­ტენ­სი­უ­რი და შე­საძ­ლოა თოვ­ლიც მო­ვი­დეს. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში თოვ­ლის სა­ფა­რი მო­ი­მა­ტებს. თოვ­ლის სა­ფა­რი მო­ი­მა­ტებს აგ­რეთ­ვე აჭა­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და გუ­რი­ა­ში. მთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში ზო­გან წა­მო­თოვს.

ამ ცივი ჰა­ე­რის შე­მოს­ვლას­თან ერ­თად, ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა და­იკ­ლებს და ზო­გან 10 გრა­დუ­სი­თაც კი. მაქ­სი­მა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა დაბ­ლობ­სა და სა­ნა­პი­რო რა­ი­ო­ნებ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია 10-12 გრა­დუ­სი და 5 გრა­დუ­სით ნაკ­ლე­ბი იქ­ნე­ბა მთი­ან და მა­ღალმთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში.

ცივი და ნო­ტიო ჰა­ე­რის მა­სე­ბის მოქ­მე­დე­ბას აღ­მო­სავ­ლე­თის სა­ქარ­თვე­ლო დღის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან იგ­რძნობს. თოვა და­ი­წყე­ბა სამ­ცხე ჯა­ვა­ხეთ­ში. მთი­ან და მა­ღალმთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში თოვ­ლია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. შიდა ქარ­თლში დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში მო­ი­მა­ტებს ტემ­პე­რა­ტუ­რა. შიდა ქარ­თლის მა­ღალმთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში მო­თოვს. ასე­ვე რი­კო­თის გა­და­სას­ვლელ­ზე, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი სუს­ტი თოვა მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის რე­გი­ონ­მა. მაქ­სი­მა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა შიდა ქარ­თლში და­იკ­ლებს, 8-10 გრა­დუ­სამ­დე. კა­ხეთ­ში შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა 13-14 გრა­დუ­სი. დე­და­ქა­ლაქ­ში დღის ბო­ლოს­კენ წვი­მაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი. გაძ­ლი­ერ­დე­ბა და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბის ქარი. ჰა­ე­რის მაქ­სი­მა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა ალ­ბათ 10-12 გრა­დუ­სი იქ­ნე­ბა შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი. იხილეთ სრულად