რას წერს გიორგი გახარია თავდასხმის შემდეგ?
ბათუმში ექსპრემიერ გიორგი გახარიას და მედიაექსპერტ ზვიად ქორიძეს თავს დაესხნენ. ამ უკანასკნელის თქმით, მასზე თავდასხმაში მონაწილეობდა "ქართული ოცნების" დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე. როგორც ცნობილი გახდა, გახარიას კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. მომხდარის შემდეგ ის სოციალურ ქსელში წერს:
"დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის. ჯანმრთელობის მხრივ, ნორმალურად ვარ.დღეს, პირველ რიგში, უკანონო პატიმრებს სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა. დანარჩენი მოგვიანებით".შეგახსენებთ, "გახარია საქართველოსთვის" ლიდერს, გიორგი გახარიას, რომელსაც ბათუმში თავს დაესხნენ, ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს. შესაბამისი განცხადება კლინიკაში მედიასთან ექიმმა გააკეთა.