"შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ თავდასხმაში არაერთი თანამდებობის პირი მონაწილეობდა " - რას ამბობს ბექა ლილუაშვილი გახარიაზე ძალადობასა და მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე? | Allnews.Ge

"შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ თავდასხმაში არაერთი თანამდებობის პირი მონაწილეობდა " - რას ამბობს ბექა ლილუაშვილი გახარიაზე ძალადობასა და მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე?

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მცდე­ლო­ბა, შე­მო­ატ­რი­ა­ლოს პრო­ცე­სი, რომ მათ ფი­ზი­კუ­რად გი­ორ­გი გა­ხა­რია და­უ­პი­რის­პირ­და და ცემა, მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო - ასე­თი სიფ­სი­ხე, სიშ­ლე­გე, რა­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ავ­ლენს, მი­უ­თი­თებს, რომ რა­ი­მე ფორ­მა­ლუ­რი და ნორ­მა­ლი­ზე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე, რო­გორც ქვეყ­ნის გა­რეთ, ისე შიგ­ნით, ხელი ჩაქ­ნე­უ­ლი აქვს, - ამის შე­სა­ხებ "გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ბექა ლი­ლუ­აშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "დღის ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, გა­ხა­რი­ა­ზე თავ­დას­ხმა­ში თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

"[თავ­დას­ხმა­ში] ჩარ­თუ­ლი იყო არა­ერ­თი პირი, მათ შო­რის იყ­ვნენ თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი. შე­მიძ­ლია და­გი­დას­ტუ­როთ, რომ ამ თავ­დას­ხმა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და არა­ერ­თი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი. ეს არის ინ­ფორ­მა­ცია, რაც გვაქვს. მარ­ტი­ვი პრო­ცე­სია, სა­მარ­თლებ­რი­ვი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო თვალ­საზ­რი­სით და უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ვე­ლო­დე­ბით კონ­კრე­ტულ შე­დე­გებს“, - გა­ნა­ცხა­და ლი­ლუ­აშ­ვილ­მა.

ამას­თან, რო­გორც ლი­ლუ­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, მომ­ხდარ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვე­რა­ვინ გა­ექ­ცე­ვა.

"სი­მარ­თლე ვერ იქ­ნებ რამ­დე­ნი­მე, სი­მარ­თლე არის ერთი. სი­მარ­თლე არის ის, რომ ამ ორ­გა­ნი­ზე­ბულ თავ­დას­ხმას წინ უძღო­და ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბე­ბი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ, რო­მელ­მაც ფაქ­ტობ­რი­ვად მო­უ­წო­და, მწვა­ნე შუქი აუნ­თო მის მო­ძა­ლა­დე ჯგუ­ფებს, მსგავ­სი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის ჩა­დე­ნის­კენ. ამი­ტომ ეს არის, რა თქმა უნდა, კონ­კრე­ტუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის და­ვა­ლე­ბა, რო­მე­ლიც მო­დის სა­ჯა­როდ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი­დან. რაც მოხ­და, ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მალე იხი­ლავს სი­ნათ­ლეს, ფაქ­ტე­ბის სრუ­ლი კონ­სტა­ტა­ცი­ით. ფრაგ­მენ­ტე­ბი, რაც პრო­პა­გან­დის­ტულ­მა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა გა­ავ­რცე­ლეს ფაბ­რი­კა­ცია, დაჭ­რი­ლი, გა­დაბ­მუ­ლი ვი­დეო-კად­რე­ბია და მთე­ლი პრო­ცე­სის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო-კად­რე­ბიც არ­სე­ბობს.

გვაქვს ჩვე­ნი გეგ­მა და ნა­ბი­ჯე­ბი, არ­სად გვეჩ­ქა­რე­ბა. ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კაა და ასე­თი რა­ღა­ცე­ბი ხდე­ბა. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ბინ­ძუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად უს­წორ­დე­ბა სა­კუ­თარ ოპო­ნენ­ტებს. მათ აში­ნებთ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, წონა და მისი შე­საძ­ლო გავ­ლე­ნე­ბი მათ პო­ლი­ტი­კურ და სა­მარ­თლებ­რივ მო­მა­ვალ­ზე. ამი­ტომ, ჩვენ და­ვე­ლო­დე­ბით ოფი­ცი­ა­ლურ უწყე­ბებს. კარ­გად გვეს­მის, რომ გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი მო­ლო­დი­ნე­ბი არ უნდა შევ­ქმნათ გა­მო­ძი­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მაგ­რამ ამ სის­ტე­მა­ში გვი­მუ­შა­ვია და და­ვე­ლო­დე­ბით. მათ­გან გან­სხვა­ვე­ბით, ჩვე­ნი პა­სუ­ხე­ბი და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბი სა­მარ­თლი­ა­ნად, თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­სა­მარ­თლოს პი­რო­ბებ­ში იქ­ნე­ბა და­წე­სე­ბუ­ლი. ყვე­ლას კარ­გად უნდა ეს­მო­დეს, რომ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვე­რა­ვინ - ვერ­ცერ­თი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი, დამ­კვე­თი, ვერ გა­ექ­ცე­ვა. ამის მიღ­მა, რა პრო­ცე­სე­ბი უძღო­და და რა მო­ცე­მუ­ლო­ბა იყო იქ, რო­გორ მოხ­და პრო­ცე­სის და­წყე­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა, ამის ხილ­ვა მარ­ტი­ვა­დაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. სა­ერ­თა­შო­რი­სო ბრენ­დის სას­ტუმ­როა, რო­მელ­საც მთლი­ა­ნი ვი­დეო-ჩა­ნა­წე­რი აქვს, ასე­ვე წინ გვაქვს უამ­რა­ვი ჩვე­ნე­ბა, რო­მე­ლიც უნდა მო­ვის­მი­ნოთ“,- გა­ნა­ცხა­და ბექა ლი­ლუ­აშ­ვილ­მა.

ლი­ლუ­აშ­ვი­ლი არ აკონ­კრე­ტებს, რა უძღო­და წინ და­პი­რის­პი­რე­ბას, თუმ­ცა ამ­ბობს, რომ მომ­ხდა­რის ამ­სახ­ვე­ლი სრუ­ლი ვი­დეო-კად­რე­ბი არ­სე­ბობს და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი დღის სი­ნათ­ლეს მალე იხი­ლავს.

"უმოკ­ლეს ვა­დებ­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა რე­სურ­სი და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა მო­პო­ვე­ბა­დია. შე­იძ­ლე­ბა გა­ნად­გუ­რე­ბა და­წყე­ბუ­ლი აქვს შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებს, მაგ­რამ ამის მიღ­მა უამ­რა­ვი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ­სე­ბობს, რომ­ლი­და­ნაც მთლი­ა­ნი სუ­რა­თი უნდა შე­იკ­რას. ვე­ლო­დე­ბით, ოფი­ცი­ა­ლურ ვერ­სი­ას, რა მო­ცე­მუ­ლო­ბას და­დებს შე­სა­ბა­მი­სი სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რე­ბი. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მცდე­ლო­ბა, შე­მო­ატ­რი­ა­ლოს პრო­ცე­სი, რომ მათ ფი­ზი­კუ­რად გი­ორ­გი გა­ხა­რია და­უ­პი­რის­პირ­და და ცემა, მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო. ამ პრო­პა­გან­დას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თა­ვის და­სა­ცა­ვად აწარ­მო­ებს. ასე­თი სიფ­სი­ხე, სიშ­ლე­გე, რა­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ავ­ლენს, მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ფაქ­ტობ­რი­ვად, ხელი ჩაქ­ნე­უ­ლი აქვს რა­ი­მე ფორ­მა­ლუ­რი და ნორ­მა­ლი­ზე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე, რო­გორც ქვეყ­ნის გა­რეთ პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, ისე ქვეყ­ნის შიგ­ნით და ის თა­ვი­დან ბო­ლომ­დე გა­დარ­თუ­ლია ძა­ლა­დობ­რი­ვი მე­ქა­ნიზ­მე­ბით რა­მე­ნა­ი­რად, სა­კუ­თა­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბის გა­ხან­გრძლი­ვე­ბა­ზე“,- გა­ნა­ცხა­და ბექა ლი­ლუ­აშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, თავ­დას­ხმის შემ­დეგ პო­ლი­ცი­ას დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი რე­აქ­ცია ჰქონ­და.

"რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი გა­ვი­და პირ­ვე­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბი­დან და­ნა­შა­უ­ლის ად­გილ­ზე მის­ვლამ­დე. რო­დე­საც ასე­თი დაგ­ვი­ა­ნე­ბაა და მხო­ლოდ მე­სა­მე პი­რე­ბის მხრი­დან, მო­თხოვ­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ხდე­ბა და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლის იზო­ლი­რე­ბა, რომ იქ კვა­ლის და­ფარ­ვა არ მოხ­დეს, მი­უ­თი­თებს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ქმე­დე­ბა­ზე, რომ ამ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­ნი­მუმ მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა მოხ­დეს“,- გა­ნა­ცხა­და ბექა ლი­ლუ­აშ­ვილ­მა.

ამას­თან, ლი­ლუ­აშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გი­ორ­გი გა­ხა­რია ჯერ­ჯე­რო­ბით გა­მო­კი­თხვა­ზე არ და­უ­ბა­რე­ბი­ათ.

"გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ჯან­მრთე­ლო­ბის იმ ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვს, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღი­ან პე­რი­ოდს მო­ი­თხოვს სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის და შე­იძ­ლე­ბა ეს იყოს ტექ­ნი­კუ­რი წი­ნა­პი­რო­ბა იმი­სა, რომ ის ჯერ­ჯე­რო­ბით და­კი­თხვა­ზე და­ბა­რე­ბუ­ლი არაა, თუმ­ცა ეს ტექ­ნი­კუ­რი სა­კი­თხია. მზა­ო­ბა და­ვა­ფიქ­სი­რეთ და პი­რი­ქით, ვი­თხოვთ ში­ნა­არ­სობ­რივ გა­მო­ძი­ე­ბას და ამას წინ არ ავე­ღო­ბე­ბით. გი­ორ­გი გა­ხა­რია, თუ მო­თხოვ­ნა დად­გე­ბა, შე­სა­ბა­მის პრო­ცე­დუ­რებს გა­ივ­ლის და ნა­ბი­ჯებს გა­დად­გამს“,- გა­ნა­ცხა­და ლი­ლუ­აშ­ვილ­მა.