"ახლა მოვყვები იმას, რაც არავინ გადაიღო... რა მოხდა, როცა ერთ-ერთ მომღერალს სცენაზე ნაცემი ადამიანების პლაკატი ამოუტანეს?" - მაკა შალიკაშვილი სკანდალად ქცეული კონცერტის დეტალებზე | Allnews.Ge

"ახლა მოვყვები იმას, რაც არავინ გადაიღო... რა მოხდა, როცა ერთ-ერთ მომღერალს სცენაზე ნაცემი ადამიანების პლაკატი ამოუტანეს?" - მაკა შალიკაშვილი სკანდალად ქცეული კონცერტის დეტალებზე

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტე­ბი­დან თით­ქმის ერთი თვე გა­ვი­და, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დღემ­დე აკ­რი­ტი­კე­ბენ იმ მომ­ღერ­ლებ­სა და წამ­ყვა­ნებს, რო­მელ­თაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ მო­წყო­ბილ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

21 დე­კემ­ბერს ქუ­თა­ის­ში წინა სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტზე ნაძ­ვის ხე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის ფონ­ზე აინ­თო. ად­გილ­ზე მო­მი­ტინ­გე­ებს, 28 ნო­ემ­ბრის შემ­დეგ, აქ­ცი­ებ­ზე ძა­ლოვ­ნე­ბის მიერ ნა­ცე­მი ადა­მი­ა­ნე­ბის ფო­ტო­ე­ბი ჰქონ­დათ მი­ტა­ნი­ლი.იმ დღეს, ღო­ნის­ძი­ე­ბის წამ­ყვა­ნი მსა­ხი­ო­ბი მაკა შა­ლი­კაშ­ვი­ლი იყო, კონ­ცერ­ტზე კი ნინი ქარ­სე­ლა­ძე, კახა კუ­ხი­ა­ნი­ძე, ქუ­ჩის ბი­ჭე­ბი, თაკო გა­ჩე­ჩი­ლა­ძე მღე­როდ­ნენ. შე­გახ­სე­ნებთ, რომ 100-ზე მეტ­მა მუ­სი­კოს­მა უარი გა­ნა­ცხა­და სა­ხელ­მწი­ფო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე.

შა­ლი­კაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ მი­მარ­თვას აქ­ვეყ­ნებს და ერთი თვის წინ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კონ­ცერ­ტის სკან­და­ლურ დე­ტა­ლებს ამ­ხელს, რო­მე­ლიც ეთერ­ში არ გა­სუ­ლა:

- ჯო­ბია, რომ სა­კუ­თარ თავ­ზე თა­ვად ისა­უბ­რო. მირ­ჩევ­ნია მე ვთქვა ყვე­ლა­ფე­რი, რად­გან მე ვი­დე­ქი მა­შინ, 21 დე­კემ­ბერს სცე­ნა­ზე. რო­დე­საც შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მი­ვი­ღე, რომ სა­ა­ხალ­წლო სა­ბავ­შვო კონ­ცერ­ტი წა­მეყ­ვა­ნა ქუ­თა­ის­ში და შემ­დგომ რიგ ქა­ლა­ქებ­ში, არც დავ­ფიქ­რე­ბულ­ვარ ისე დავ­თან­ხმდი.

დღეს და გუ­შინ არ შე­მიმ­ჩნე­ვია, რომ ბევ­რი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი აკე­თებს ამას, წავ­ლენ სხვა ქვე­ყა­ნა­ში, ჩას­ხდე­ბი­ან ავ­ტო­ბუ­სებ­ში, მეტ­რო­ებ­ში და იქი­დან „ჩე­ქინ­დე­ბი­ან“ და უი, თურ­მე უცხო­ეთ­ში რა კარ­გია. მე მათ­გან გან­სხვა­ვე­ბით, პირ­და­პირ ვამ­ბობ, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მეტ­რო­თი, რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რით, სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბით ვსარ­გებ­ლობ. არ მე­ში­ნია ადა­მი­ა­ნე­ბის, არ მაქვს მა­სე­ბის შიში. იმი­ტომ, რომ მე თვი­თონ ვარ მათი მოყ­ვა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი, მათი პა­ტი­ვის­მცე­მე­ლი და ამას ყვე­ლა და­ა­დას­ტუ­რებს ვინც მე მიც­ნობს. და ძა­ლი­ან ბევ­რი მიც­ნობს.

არ შემ­ში­ნე­ბია ჩემი მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე გა­მოს­ვლა, ჩემი ხალ­ხის წი­ნა­შე გა­მოს­ვლა, იმი­ტომ რომ მე ვუ­ძღვე­ბო­დი სა­ბავ­შვო კონ­ცერტს. ყვე­ლა­ზე რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცია იყო ქუ­თა­ის­ში, სა­დაც ჩემს წინ, ძა­ლი­ან ბევ­რი ბავ­შვი იდგა. იქვე იყო პო­ლი­ცია, იმი­ტომ რომ იყო ად­გილ­ზე ის ადა­მი­ა­ნე­ბიც იყ­ვნენ, რომ­ლე­ბიც აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ და უს­ტვენ­დნენ, ბავ­შვე­ბის ზე­ი­მის ჩაშ­ლა უნ­დო­დათ. იხილეთ სრულად