"ასე ხდება, როცა დაღესტნური ჭიდაობა ქართულ ჭიდაობას ხვდება" - რას წერს ილია თოფურია
UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია მერაბ დვალიშვილ უმარ ნურმაგომედოვთან გამარჯვებას ულოცავს
"მერაბ, ძმაო, რა მებრძოლი ხარ! თავს ამაყად გვაგრძნობინებ. ასე ხდება, როცა დაღესტნური ჭიდაობა ქართულ ჭიდაობას ხვდება", - წერს ილია თოფურია X-ზე.ცნობისთვის UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა ქამარი დაიცვა. საჩემპიონო ბრძოლაში ის დაღესტნელ უმარ ნურმაგომედოვს დაუპირისპირდა.
5-რაუნდიანი დაძაბული ბრძოლა მერაბ დვალიშვილი უპირატესობით მიმდინარეობდა.
"მადლობა ჩემს გულშემატკივრებს და ყველა ქართველს, მიყვარხართ ქართველებო! იცით, რომ არასდროს ვჩერდები და მუდამ ვვარჯიშობ, მაგრამ როდესაც ბრძოლას 6 კვირით ადრე დავთანხმდი, ტრავმირებული ვიყავი. ფეხი მქონდა ნატკენი და ნაკერები მედო, თუმცა ვიცოდი, რომ UFC-ის ვჭირდებოდი.
უმარი ძლიერი მებრძოლია. მან მე მოხუცი მიწოდა. დიახ, მოხუცი ვარ, მაგრამ ყოველდღე ვვარჯიშობ. მჯერა, რომ შრომითა და საკუთარი თავის რწმენით, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია", - თქვა მერაბმა გამარჯვების შემდეგ.