რატომ დაერიცხა აბონენტების ნაწილს იანვრის თვეში ბუნებრივი აირის გაზრდილი საფასური? - ენერგოომბუდსმენი განმარტება | Allnews.Ge

რატომ დაერიცხა აბონენტების ნაწილს იანვრის თვეში ბუნებრივი აირის გაზრდილი საფასური? - ენერგოომბუდსმენი განმარტება

ენერ­გო­ომ­ბუდსმე­ნი, ნინო გუ­ლე­იშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, თუ რა­ტომ და­ე­რი­ცხა აბო­ნენ­ტე­ბის ნა­წილს იან­ვრის თვე­ში ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის გაზ­რდი­ლი სა­ფა­სუ­რი.

რო­გორც ნინო გუ­ლე­იშ­ვილ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის სა­ფა­სუ­რი გაზ­რდი­ლი არ არის და კომ­პა­ნი­ებს დაგ­ვი­ა­ნე­ბით ჰქონ­დათ აღე­ბუ­ლი ჩვე­ნე­ბე­ბი."იან­ვრის თვე­ში, ჩვენს სამ­სა­ხურ­ში, ასე­ვე კო­მი­სი­ა­ში ძა­ლი­ან გახ­შირ­და მო­მარ­თვე­ბი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით რომ იან­ვრის თვის გა­და­სა­ხა­დი, რო­მე­ლიც მი­ი­ღეს ქვით­რის სა­ხით, მას­ზე ასა­ხუ­ლი და­ვა­ლი­ა­ნე­ბა ბევ­რად უფრო მეტი იყო, ვიდ­რე რე­ა­ლუ­რად ისი­ნი მო­იხ­მა­რენ, ის აღე­მა­ტე­ბო­და წინა თვე­ში მოხ­მა­რე­ბუ­ლი ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის სა­ფა­სურს.

ჩვენ მი­ვი­ღეთ გან­ცხა­დე­ბე­ბი და სა­ჩივ­რე­ბი. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად და­ვი­წყეთ სა­ჩივ­რე­ბის შეს­წავ­ლა, ნა­წი­ლის და­ვას­რუ­ლეთ, ნა­წი­ლი მიმ­დი­ნა­რეა. მინ­და გან­ვმარ­ტო, რომ ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის სა­ფა­სუ­რი არ არის გაზ­რდი­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, მო­მა­ვალ თვე­შიც დარ­წმუნ­დე­ბი­ან, რომ ძვე­ლი ტა­რი­ფია. ის­მის კი­თხვა, თუ რამ გა­მო­იწ­ვია 20-30%-ით სა­ფა­სუ­რის გაზ­რდა. შე­ვის­წავ­ლეთ შე­მო­სუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი. ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში, რო­მე­ლიც ჩვენ­თან შე­მო­ვი­და, ყველ­გან აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ „სო­კარ ჯორ­ჯი­ას“, „სა­ქორგგაზს“, და „თბი­ლი­სი ენერ­ჯი­საც“ დაგ­ვი­ა­ნე­ბით ჰქონ­დათ აღე­ბუ­ლი ჩვე­ნე­ბე­ბი მომ­ხმა­რე­ბელ­თან. ზო­გა­დად, ჩვენს მიერ მოხ­მა­რე­ბუ­ლი ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის სა­ფა­სურს ვიხ­დით 30 დღის მოხ­მა­რე­ბის მი­ხედ­ვით. თუ კომ­პა­ნია 30 დღის შემ­დეგ აი­ღებს ჩვე­ნე­ბებს, იქ­ნე­ბა ეს 2-3-7 დღის შემ­დეგ აღე­ბუ­ლი ჩვე­ნე­ბა, ნიშ­ნავს რომ 30 დღეს რამ­დე­ნი­მე დღე ემა­ტე­ბა, რაც იწ­ვევს გა­და­სა­ხა­დის მო­მა­ტე­ბას.

გა­და­სა­ხა­დის გაზ­რდას ცალ­კე­ულ შემ­თხვე­ვა­ში იწ­ვევს კომ­პა­ნი­ე­ბის მხრი­დან არას­წო­რად და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ჩვე­ნე­ბა, ასე­ვე იყოს აღ­რი­ცხვი­ა­ნო­ბის მოშ­ლა, ან არას­წო­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აღ­რი­ცხვა. თუნ­დაც, რა­ი­მე ტი­პის და­ზი­ა­ნე­ბა, რა­მაც შე­საძ­ლოა გა­მო­იწ­ვი­ოს ზედ­მე­ტი გა­და­სა­ხა­დის და­რი­ცხვა. ეს არის კო­რექ­ტი­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი“,- აღ­ნიშ­ნა ნინო გუ­ლე­იშ­ვილ­მა.

ამას­თან, გუ­ლე­იშ­ვი­ლის თქმით, სა­ფა­სუ­რის კო­რექ­ტი­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლია თუ და­დას­ტურ­დე­ბა კომ­პა­ნი­ის ბრა­ლე­უ­ლო­ბა.„თუ და­დას­ტურ­და, რომ კომ­პა­ნი­ის ბრა­ლე­უ­ლო­ბით, არას­წო­რად აღე­ბუ­ლი ჩვე­ნე­ბით, რა­ი­მე ტი­პის და­ზი­ა­ნე­ბით, ან თუნ­დაც აღ­რი­ცხვის ხელ­სა­წყოს მწყობ­რი­დან გა­მოს­ვლის შე­დე­გად მომ­ხმა­რე­ბელს ზედ­მე­ტად და­ე­რი­ცხა გა­და­სა­ხა­დი, ეს კო­რექ­ტი­ვე­ბის სა­ფუძ­ვე­ლია. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად უნდა ვიმ­სჯე­ლოთ, უნდა გა­ვაგ­ზავ­ნოთ რე­კო­მენ­და­ცია თან­ხის კო­რექ­ტი­რე­ბა­ზეც“,- აღ­ნიშ­ნა გუ­ლე­იშ­ვილ­მა „მე­დი­ა­ცენ­ტრ მთა­ვარ­ში“.