"ბათუმში ფსიქიკური აშლილობის მქონე პირმა პოლიციის სამი თანამშრომელი დაჭრა" - რა განცხადებას ავრცელებს შსს? | Allnews.Ge

"ბათუმში ფსიქიკური აშლილობის მქონე პირმა პოლიციის სამი თანამშრომელი დაჭრა" - რა განცხადებას ავრცელებს შსს?

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, ბა­თუმ­ში ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბის მქო­ნე პირ­მა პო­ლი­ცი­ის სამი თა­ნამ­შრო­მე­ლი დაჭ­რა.

რო­გორც შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი ად­გილ­ზე და­ა­კა­ვეს.უწყე­ბის ცნო­ბით, და­შა­ვე­ბუ­ლი პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რე­ბი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. სა­მი­ვე მათ­გა­ნი ამ დრომ­დე კლი­ნი­კა­ში რჩე­ბა.

"მიმ­დი­ნა­რე წლის 20 იან­ვარს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის მარ­თვის ცენ­ტრ 112-ში შე­მო­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა ბა­თუმ­ში, კო­მა­ხი­ძის ქუ­ჩა­ზე მყოფ ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბის მქო­ნე მო­ქა­ლა­ქეს­თან და­კავ­ში­რე­ბით.

შე­ტყო­ბი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ად­გილ­ზე გა­მო­ცხად­დნენ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის აჭა­რის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რა დრო­საც ფსი­ქი­კუ­რად და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პირი - 1998 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ნ. თან­ნა­ქო­ნი და­ნით მათ მო­უ­ლოდ­ნე­ლად თავს და­ეს­ხა. გ.ნ.-მ მის გა­ნი­ა­რა­ღე­ბი­სა და და­კა­ვე­ბის პრო­ცეს­ში სამ პატ­რულ-ინ­სპექ­ტორს სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში და­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გ.ნ. ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით ად­გილ­ზე და­ა­კა­ვეს. და­შა­ვე­ბუ­ლი პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რე­ბი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა ჩა­უ­ტარ­დათ. სა­მი­ვე მათ­გა­ნი ამ დრომ­დე კლი­ნი­კა­ში რჩე­ბა.

პო­ლი­ცი­ა­ზე თავ­დას­ხმის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 353-ე პრი­მა მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - ნათ­ქვა­მია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.