14 პარასკევი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
02.02.2025 / 11:02
შრიფტის ზომა:

საია-მ სახალხო დამცველს მიმართა, სპეციალური სამედიცინო ჯგუფის შექმნით, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მონიტორინგი უზრუნველყოს

საია-მ საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს მიმართა, რომ უზრუნველყოს სპეციალური სამედიცინო ჯგუფის შექმნა, რომელიც მონიტორინგს გაუწევს N5 ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში უკანონო პატიმრის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2025 წლის 31 იანვარს მიღებული სამედიცინო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ მზია ამაღლობელს არ უტარდება ყველა ის აუცილებელი კვლევა და პროცედურა, რომელიც საჭიროა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულფასოვნად შესაფასებლად.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

„მიუხედავად იმისა, რომ 1-ელ თებერვალს შესაბამის უწყებებს მივმართეთ აღნიშნული კვლევების უზრუნველსაყოფად, ამ დრომდე უცნობია, რა რეაგირება მოჰყვა ჩვენს მოთხოვნას. ამასთან, მზია ამაღლობელი უკვე 22 დღეა სრულ შიმშილობაზე იმყოფება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის კრიტიკულად დამძიმების რისკს.

იმისათვის, რომ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სათანადოდ გაკონტროლდეს, აუცილებელია ექიმთა სპეციალური ჯგუფის შექმნა, რომლის პირველადი შემადგენლობა უნდა დაკომპლექტდეს რეანიმატოლოგის, ენდოკრინოლოგისა და მეტაბოლური დაავადებების სპეციალისტებით. საჭიროების შემთხვევაში, მათ უნდა შეუერთდნენ ნევროპათოლოგი, კარდიოლოგი და გასტროენტეროლოგი.

საია მოუწოდებს სახალხო დამცველს, უზრუნველყოს ამ ჯგუფის შექმნა, რათა დროულად იქნეს მიღებული საჭირო სამედიცინო ზომები. სახალხო დამცველს ასევე მიეწოდა იმ ექიმების სია, რომლებიც მზად არიან ჩაერთონ მონიტორინგის პროცესში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მკითხველის კომენტარები
(1)

არა ნაცებს.
03 თებერვალი , 2025 09:02

მზია! მიშიკოს დაეკითხე და ის გასწავლის თუ როგორ უნდა "იშიმშილო ნაცურად". ვაი თქვენს პატრონებს, ევრო ლობისტებს?

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

საია-მ სახალხო დამცველს მიმართა, სპეციალური სამედიცინო ჯგუფის შექმნით, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მონიტორინგი უზრუნველყოს | Allnews.Ge