
საქართელოს ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა მატჩის შემდეგ მადლობა გადაუხადა ქართველ გულშემატკივარს.
"ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს. არა მარტო დღეს, არამედ მთელი წელიწადნახევარი გვერდში გვიდგანან და გვამხნევებენ რაც შეუძლიათ. მათ დიდი დამსახურებაა, რომ დღეს აქ ვართ და მიხარია მათთვის, რომ ისინი გავაბედნიერეთ, გავედით ევროპის ჩემპიონატზე და ოცნება ავიხდინეთ.
ემოციური თამაში იყო, გვინდოდა, რომ ეს ხალხი გაგვეხარებინა იმიტომ, რომ ისინი იმსახურებენ ამას.“, - განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ცნობისთვის, გიორგიმ ბერძენი ფეხბურთელის მიერ დარტყმული პირველი 11-მეტრიანი მოიგერია. ჩვენი გუნდის მეკარის თქმით, იცოდა, მეტოქე რა მიმართულებით დაარტყამდა.
"ვიცოდი პირველ პენალტს სადაც დაარტყამდა, იმიტომ რომ აქამდე ოთხი პენალტი ჰქონდა დარტყმული ზუსტად მაგ კუთხეში, როდესაც გუნდს ძალიან სჭირდებოდა", - აღნიშნა მამარდაშვილმა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მამუკა ურუშაძე იუბილარია. ბიზნესმენს, რომელიც საზოგადოებამ, როგორც შორენა ბეგაშვილის საყვარელი მამაკაცი ისე გაიცნო, 66 წელი შეუსრულდა. "დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო სიყვარულო“, - წერს ბეგაშვილი და სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს.
მართალია, ბეგაშვილი საყვარელ მამაკაცს აღარ მალავს, მაგრამ მამუკა ურუშაძის ფოტოების გამოქვეყნებას მაინც ერიდება. კადრებში მამაკაცს სახე ან ნახევრად უჩანს ან სათვალით არის გადაღებული.
დაბადების დღის მისალოც პოსტში, კომენტარს წერს ბიზნესმენის შვილი მარი ურუშაძეც. "გილოცავთ“ - წერს გოგონა, როგორც ჩანს, ბეგაშვილს, ურუშაძის შვილთან კარგი ურთიერთობა აქვს.
მამუკა ურუშაძეს ორი ქალიშვილი ჰყავს, მარიამ და ანი ურუშაძეები.
შეგახსენებთ, რომ შორენა ბეგაშვილისა და მამუკა ურუშაძის სიყვარულის ისტორია ორ წელზე მეტს ითვლის. თავიდან ცნობილი ინფლუენსერი საყვარელი მამაკაცის ვინაობას საგულდაგულოდ მალავდა. რამდენიმე წარუმატებელი სასიყვარულო კავშირისა და ორი ქორწინების შემდეგ, ბეგაშვილი მედიას თავს არიდებს და ძველებურად აღარ სტუმრობს სატელევიზიო გადაცემებს.
შორენამ წუხელ საყვარელ მამაკაცს, დაბადების დღის დადგომა შავი ტორტით მიულოცა.
მკითხველის კომენტარები
(7)
მიიღე ისეთი საკუთარი თავი როგორიც შეგქმნა უფალმა!!! ცოტა შეიშხაპუნე კი არა დაიკიდე ვის მოსწონხარ და ვის არა!!!
უაზროდ დაბერილი ტუჩები მხოლოდ ერთი რამისთვის ვარგა.........................