საზოგადოება
14.03.2025 / 08:03
შრიფტის ზომა:

სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება

საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე რეგიონულ ეტაპს გუდაური 15-16 მარტს უმასპინძლებს. ახალგაზრდა სპორტსმენები „კუდების“ ფერდობზე სამ ასაკობრივ ჯგუფად (2008-2012წწ) იასპარეზებენ.

თბილისის, გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის და აჭარის გუნდები სლალომსა და გიგანტურ სლალომში შეეჯიბრებიან ერთმანეთს.

საქართველოს თასის გათამაშების რეგიონული ეტაპები სათხილამურო ფედერაციის და M.T.A („ემ თი ეი“) -ს თანაორგანიზებით და სილქნეტის ტრადიციული მხარდაჭერით იმართება.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

სამთო კურორტებზე საქართველოს თასის გათამაშების ჩატარებას ყველა ეტაპზე ხელს უწყობენ სვანეთის, მცხეთა-მთიანეთის, აჭარის და სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივი თვითმმართველობები. გუდაურის ეტაპის სათანადო ორგანიზებაში აქტიურად არიან ჩართულები დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები, მცხეთა-მთიანეთის გამგეობა.

მეოთხე ეტაპის შემდეგ, გუდაური უკვე საქართველოს ჩემპიონატისთვის მოემზადება. ის მოთხილამურეები, რომლებიც საქართველოს თასის გათამაშების რეგიონულ ეტაპებზე მაღალრეიტინგულ ქულებს დააგროვებენ, 2025 წლის საქართველოს ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას. ჩემპიონატი გუდაურში 4-7 აპრილს, სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდება. კომპანია მეორე ათეული წელია სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორია და დაარსების დღიდან უწყვეტად უჭერს მხარს სათხილამურო სპორტის განვითარებას საქართველოში.

(R)

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება | Allnews.Ge