მუსიკოსია, მისი ცხოვრების მთავარი არსი მუსიკაა. არის პიანისტი და პედაგოგი, ამასთან, თბილისის კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი. ამბობს, რომ პედაგოგიურ მოღვაწეობას მის ცხოვრებაში, პირველი ადგილი უკავია და სტუდენტებთან მუშაობა უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს.
"თუ ვინმე მკითხავს, ვინ ვარ, ვარ ფორტეპიანოს პედაგოგი" - აღნიშნავს AMBEBI.GE-სთან საუბარში ნინო ჟვანია, ადამიანი, რომელიც ჩვენში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის აქტიური მონაწილეა.
- ქალბატონო ნინო, 28 ნოემბრის შემდეგ, ფაქტობრივად, მთელი ზამთარი ქუჩაში - აქციაზე გაატარეთ... როგორ აფასებთ ამ პერიოდს?
- 28 ნოემბერი არ იყო ჩემთვის ქუჩაში გასვლის თარიღი. დიდი ხანია ქუჩაში ვდგავართ, ბევრი რამ გავაპროტესტეთ - გავრილოვის ფაქტი, „რუსული კანონის“ შემოღება ერთხელ, მეორედ. ასევე ქუჩაში ვდგავარ გასული წლის 27 ოქტომბრიდან... მარნეულში არჩევნებზე დამკვირვებელი ვიყავი და აღმაშფოთა იქ მიმდინარე პროცესებმა, საკუთარი თვალით ვნახე, რას ნიშნავდა არჩევნების გაყალბება. სახლში დაბრუნებულმა ვერაფრით მივიღე შედეგი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა და გავერთიანდით ინიციატივაში „დამკვირვებლები“. დღეს თუ მკითხავთ, ვინ ვარ? გარდა იმისა, რომ მუსიკოსი ვარ, ვთვლი, რომ ვარ დამკვირვებელი, ამ ინიციატივის წარმომადგენელი.
გავერთიანდით მსგავსი ფასეულობების ადამიანები, იმისთვის ვიბრძვით, რომ ამ უსამართლობას შევეწინააღმდეგოთ. ჩვენ წაგვართვეს არჩევანი! ცოტა გულის წყვეტა მქონდა, რადგან არჩევნების მერე ქუჩაში ვერ ვხედავდი, იმდენ ადამიანს, რამდენიც უნდა მდგარიყო, ეს უსამართლობა რომ გაეპროტესტებინა. 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ გააკეთა ყველასთვის ცნობილი განცხადება, რაც ერთგვარი ტრიგერი აღმოჩნდა. გამოწვევა იმისთვის, რომ ადამიანებს თავიდან შეეგრძნოთ ეს უსამართლობა, რომელიც ქვეყანაში ტრიალებს. ქუჩაში გამოვიდნენ და მას მერე იქ დგანან. უწყვეტმა პროტესტმა რამდენიმე თვეს გაუძლო და კვლავაც გრძელდება. ყოველდღე ვხედავთ, როგორ იცვლება საქართველოში კანონმდებლობა. ვხედავთ, როგორ აჯარიმებენ ადამიანებს... პროტესტი ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა და ამ უფლებას გვართმევენ.
- ამ უწყვეტმა პროტესტმა, აქციამ სხვადასხვა ფაზა გაიარა... პირველი ორი კვირა უმძიმესი იყო... როგორი იყო თქვენი, როგორც ხელოვანის, მუსიკოსის ემოციები?
- ჩემი ემოციური მდგომარეობა სხვადასხვა ეტაპზე იცვლებოდა. თვიდან მქონდა საშინელი რისხვა. ვხედავდი, როგორ სცემდნენ ადამიანებს. ეს რისხვა ბოლომდე გამომყვა, დღესაც ძალიან გაბრაზებული ვარ, რადგან საქართველოში 50-ზე მეტი ადამიანი სინდისის პატიმარი გვყავს. შეუძლებელია ამ ბრაზმა გაიაროს. ამ ყველაფერს ეფინება სევდა, თანაგრძნობა. გარკვეული სარკაზმიც მეუფლება ხოლმე, როდესაც იღებენ აბსურდულ კანონებს, რომლებიც უფრო ნონსენს უახლოვდება. მაქვს დიდი სიხარულის განცდა, როდესაც ვდგავარ ქუჩაში და ჩემ ირგვლივ ბევრი თანამოაზრეა, სიხარული მეუფლება, როდესაც ქუჩაში ვდგავარ და ვუკრავ დოლს და ხან წინ მივუძღვები ხალხის საკმაოდ დიდი მასას, ან ხალხში ვარ ჩამალული. ვხედავ, რამხელა სიხარული მოაქვს ამ მუსიკას. სხვადასხვანაირი ემოცია ერთმანეთს ერევა. ყველაფერი ერთად კი ქმნის მუხტს, რაც ამდენი დღეა, ქუჩაში დგომას მაძლებინებს. საკმაოდ ცივი ზამთარი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, მხოლოდ რამდენჯერმე არ გავედი, რადგან ძალიან გავცივდი. კონსერვატორიაში გაკვეთილები რომ დამთავრდება, მერე ვცდილობ, რუსთაველზე აქციაზე გავიდე და იქ რამდენიმე საათი გავატარო.
- დოლი ახსენეთ, არადა, პიანისტისთვის თითქოს ეს ინსტრუმენტი უჩვეულოა...
- დოლის ხელში აღება ისევ და ისევ "დამკვირვებლებს" უკავშირდება. როდესაც ინიციატივად ჩამოვყალიბდით, ერთ-ერთი პირველი, რაც ჩვენმა ლიდერმა, ტატო ქელბაქიანმა გააკეთა, იყო ის, რომ 2 დრამი და ერთი დოლი შეიძინა. კი გამიკვირდა, რად უნდა-მეთქი?! დემონსტრაციებში მონაწილეობისას დიდი მუხტი შემოაქვსო... პირველად ეს დოლები „გიორგი ანწუხელიძის მარშზე“ გამოვიყენეთ. მაშინ დოლი ხელში პირველად დავიჭირე. ჩემ გვერდით იდგნენ არაპროფესიონალი მუსიკოსები, ასევე „დამკვირვებლები“, რომლებსაც რიტმის შეგრძნების ნიჭი ჰქონდათ. იქვე შედარებით სადა, მარტივი რიტმული ფორმულა დავამუშავეთ და „გმირთა მოედნიდან“ რუსთაველის გამზირამდე გავემართეთ.
გიორგი ანწუხელიძის მიმართ განსაკუთრებული სენტიმენტები მაქვს, შემძრა მისმა ისტორიამ. ცნობილია, რომ მისი საზარელი მკვლელობის ვიდეოგადაღება მოხდა. იმდენად განვიცდიდი და მტკიოდა, რომ ბოლომდე ვერც ერთხელ ვუყურე. მისი ტკივილის ბოლომდე გაზიარების ძალა არ მყოფნიდა და ამის სულ მერიდებოდა... როდესაც გადავწყვიტეთ „გიორგი ანწუხელიძის მარშს“ შევერთებოდით, ეს ვიდეო ჩავრთე. ვუყურე და ამის შემდეგ მარშზე გავედი. ხელში დოლი დავიჭირე. სამხედრო დოლები სამხედრო მარშებთან ასოციაციას ქმნის... ჩავიფიქრე, რომ გმირთა მოედნიდან რუსთაველამდე ერთი წამით არ გავჩერდებოდი. სხვათა შორის, ძალიან გამიჭირდა, როგორც გითხარით, მანამდე მასზე არ დამიკრავს, თან ამ ინსტრუმენტით სიარულიც არ იყო მარტივი, მაგრამ მინდოდა, ამ გმირისთვის პატივი მიმეგო და ასეთი გზა ვიპოვე. მოკლედ, ბოდიში ძალიან უცნაურად მოვუხადე. ამის მერე სხვა მარშებზე უკვე პროფესიონალი მუსიკოსები შემომიერთდნენ ... იხილეთ სრულად
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მკითხველის კომენტარები
(0)