
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა დედაქალაქის მთავარი გამზირი გადაკეტეს.
უკვე 109-ე დღეა დედაქალაქში საპროტესტო აქციები უწყვეტად იმართება. აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია - ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.
აქციის მონაწილეებს მსვლელობით შეუერთდნენ ის მოქალაქეები, რომელიც პროტესტს "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" გამოხატავდნენ. მათ საკანონმდებლო ორგანოსთან გადმოინაცვლეს. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: "არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა", ხალხი ითხოვს სამართალს", "საქართველო აჯანყდი!". აქციის მონაწილეებმა ტელეფონში განათება ჩართეს და შეძახილებით გამოხატავენ პროტესტს.
პარალელურად, როგორც ცნობილია, მასშტაბური საპროტესტო აქცია არის დაანონსებული 31 მარტს.