22 შაბათი - 2025, მარტი

სადგურის მოედანი და დადიანის ქუჩა ერთმანეთს ხიდით დაუკავშირდება - როგორი იქნება ახალი ესტაკადა? | Allnews.Ge

სადგურის მოედანი და დადიანის ქუჩა ერთმანეთს ხიდით დაუკავშირდება - როგორი იქნება ახალი ესტაკადა?

თბი­ლის­ში, სად­გუ­რის მო­ედ­ნი­სა და და­დი­ა­ნის ქუ­ჩის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ხიდი მო­ე­წყო­ბა. დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ამ საპ­რო­ექ­ტო-სა­ხარჯთაღ­რი­ცხვო ტექ­ნი­კუ­რი დო­კუ­მენ­ტის შედ­გე­ნის­თვის შეს­ყიდ­ვა 19 მარტს გა­მო­ა­ცხა­და (ბაზ­რის კვლე­ვა). პრე­ტენ­დენ­ტებ­მა კი 24 მარ­ტამ­დე უნდა წა­რად­გი­ნონ წი­ნა­და­დე­ბა.

გან­მარ­ტე­ბით ბა­რათ­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ ორ­ზო­ლი­ა­ნი ხიდი სად­გუ­რის მო­ე­დანს და­დი­ა­ნის ქუ­ჩას­თან და­ა­კავ­ში­რებს. ჯამ­ში 280 მეტ­რი სიგ­რძის მქო­ნე ხიდი იქ­ნე­ბა სპი­რა­ლი­სე­ბუ­რი, და­ი­წყე­ბა და­დი­ა­ნის ქუ­ჩი­დან და და­ეშ­ვე­ბა სად­გუ­რის მო­ე­დან­ზე.

xidi5-1742462153-1742466094.jpg

"ხიდი იქ­ნე­ბა ორ­ზო­ლი­ა­ნი და და­სავ­ლე­თით, სად­გუ­რის მო­ე­დან­ზე დაშ­ვე­ბი­სას, რამ­პას ექ­ნე­ბა მარ­ჯვნივ ჩამ­ხვე­ვი ზოლი. რკი­ნიგ­ზის დე­რეფ­ნის კვე­თი­სას აუ­ცი­ლე­ბე­ლია 7-მეტ­რი­ა­ნი სხვა­ო­ბა რკი­ნიგ­ზის ლი­ან­დაგ­სა და ხი­დის სტრუქ­ტუ­რას შო­რის. სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ხიდი უნდა ით­ვა­ლის­წი­ნებ­დეს 18-მეტ­რი­ა­ნი ავ­ტო­ბუ­სე­ბის მარ­თვის ტრა­ექ­ტო­რი­ებს. სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ხი­დის გამ­ტა­რო­ბა შე­რე­უ­ლი ნა­კა­დე­ბის პი­რო­ბა­ში უნდა იყოს 800 ავ­ტო­მო­ბი­ლი ერთ სა­ათ­ში ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბით“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია დო­კუ­მენ­ტში. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ახა­ლი ხიდი გათ­ვლი­ლი იქ­ნე­ბა შე­რე­უ­ლი ნა­კა­დე­ბის მოძ­რა­ო­ბის­თვის, თუმ­ცა პრი­ო­რი­ტე­ტი მი­ე­ნი­ჭე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტს. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, დო­კუ­მენ­ტში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ: "პი­კურ სა­ა­თებ­ში ხიდი გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის მიერ“. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა