საზოგადოება
20.03.2025 / 13:03
შრიფტის ზომა:

ყოველ მე-2 ადამიანს სჯერა, რომ ოჯახში ბოლო სიტყვა კაცს ეკუთვნის, ბავშვზე ზრუნვა კი დედის პასუხისმგებლობაა - საქართველო და გენდერული სტერეოტიპები: უახლესი კვლევა

გა­მოქ­ვეყ­ნდა გა­ე­როს ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი უახ­ლე­სი კვლე­ვის “გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის კვლე­ვა (GEAS) 2024” ძი­რი­თა­დი მო­ნა­ცე­მე­ბი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში 2024 წელს, გა­ე­როს ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დაკ­ვე­თით ჩა­ტარ­და. კვლე­ვამ შე­ის­წავ­ლა, რამ­დე­ნა­დაა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ის დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და გენ­დერუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბი, რომ­ლე­ბიც ქვე­ყა­ნა­ში გენ­დერულ უთა­ნას­წო­რო­ბას უწყობს ხელს.

გა­მო­კი­თხვის შე­დე­გე­ბის თა­ნახ­მად, თით­ქმის ყვე­ლა 16 წელ­ზე უფ­რო­სი ადა­მი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში (95%) იზი­ა­რებს მი­ნი­მუმ ერთ გენ­დერულ სტე­რე­ო­ტიპს ქალ­თა და­საქ­მე­ბის შე­სა­ხებ, 75% -ზე მეტი კი - ქალ­თა პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის, ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის და ოჯახ­ში რო­ლე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბის შე­სა­ხებ. ამას გარ­და, ქა­ლე­ბი, ახალ­გაზ­რდე­ბი, და­საქ­მე­ბუ­ლი პი­რე­ბი და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი ემ­ხრო­ბი­ან გენ­დერულ თა­ნას­წო­რო­ბას და მხარს უჭე­რენ ქალ­თა გაძ­ლი­ე­რე­ბას.

რო­გორც კვლე­ვის ავ­ტო­რე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, მი­ღე­ბულ­მა შე­დე­გებ­მა გა­მო­ავ­ლი­ნა გან­სხვა­ვე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებ­სა და მო­სახ­ლე­ო­ბის მიერ სო­ცი­ა­ლუ­რი ნორ­მე­ბის აღ­ქმას შო­რის, რაც იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ დო­ნე­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას გენ­დერულ თა­ნას­წო­რო­ბა­ზე უფრო პროგ­რე­სუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი აქვს ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში, იმის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რა­საც, მათი აღ­ქმით, მათ და­სახ­ლე­ბა­ში მცხოვ­რებ­თა უმე­ტე­სო­ბა ფიქ­რობს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

კვლე­ვა 2024 წლის იან­ვრი­დან თე­ბერ­ვლამ­დე პე­რი­ოდ­ში, გა­ე­როს ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დაკ­ვე­თით, CRRC-სა­ქარ­თვე­ლომ ჩა­ა­ტა­რა. კვლე­ვის მე­თო­დო­ლო­გია ეფუძ­ნე­ბა გა­ე­როს ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სა და გა­ე­როს გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის უწყე­ბის Unstereotype Alliance-ის გა­მო­კი­თხვას გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც 20 ქვე­ყა­ნა­ში რე­გუ­ლა­რუ­ლად ტარ­დე­ბა. კვლე­ვის კი­თხვა­რი შე­ე­ხე­ბო­და გენ­დერულ თა­ნას­წო­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებ­სა და სო­ცი­ა­ლურ ნორ­მებს 10 სფე­რო­ში: გა­ნათ­ლე­ბა, სამ­სა­ხუ­რი და და­საქ­მე­ბა, ლი­დე­რო­ბა და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ქორ­წი­ნე­ბა და ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბა, უსაფრ­თხო­ე­ბა და ძა­ლა­დო­ბა, ჯან­დაც­ვა, კონ­ტრო­ლი სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბა­ზე, კონ­ტრო­ლი პი­რად ფი­ნან­სებ­ზე, წვდო­მა ფი­ზი­კურ ქო­ნე­ბა­ზე და მო­მავ­ლის იდე­ა­ლე­ბი.

გთა­ვა­ზობთ კვლე­ვის შე­დე­გებს ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით:

და­საქ­მე­ბა - მო­სახ­ლე­ო­ბა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლია და­საქ­მე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გენ­დერუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბისა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა (83%) ეთან­ხმე­ბა მო­საზ­რე­ბას, რომ ანა­ზღა­უ­რე­ბა­დი სა­მუ­შაო სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა ქა­ლის­თვის, იყოს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, თუმ­ცა თით­ქმის ყო­ველ მე­ო­რე ადა­მი­ანს (48%) მი­აჩ­ნია, რომ სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის სიმ­წი­რის შემ­თხვე­ვა­ში კა­ცე­ბის და­საქ­მე­ბა უფრო პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია.

მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას (75%) სჯე­რა, რომ არ­სე­ბობს პრო­ფე­სი­ე­ბი, რო­მელ­თა შეს­რუ­ლე­ბაც ქა­ლებს არ შე­უძ­ლი­ათ. ასე­ვე, ყო­ვე­ლი მე­ო­რე ადა­მი­ა­ნი (54%) ფიქ­რობს, რომ მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­რო­ში სა­მუ­შაო ქა­ლებს უფრო მე­ტად შე­ე­ფე­რე­ბათ. მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სო­ბა ეთან­ხმე­ბა მო­საზ­რე­ბას, რომ ქა­ლე­ბი ნაკ­ლებს უნდა მუ­შა­ობ­დნენ, ოჯახ­ზე ზრუნ­ვას (71%) კი მეტ დროს უთ­მობ­დნენ და როცა დედა მუ­შა­ობს, ბავ­შვე­ბი ამას მძი­მედ გა­ნიც­დი­ან (69%). მა­მე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ამ­გვა­რად მო­სახ­ლე­ო­ბის მხო­ლოდ 16% ფიქ­რობს.

ქალ­თა პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა - მო­სახ­ლე­ო­ბის აღ­ქმით, ქალ­თა პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­სარ­გებ­ლოა, თუმ­ცა, რთუ­ლად მი­საღ­წე­ვი.მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას (63%) სჯე­რა, რომ პო­ლი­ტი­კა­ში ქა­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის გაზ­რდა ქვე­ყა­ნას სარ­გე­ბელს მო­უ­ტანს, ხოლო 65% მი­იჩ­ნევს, რომ რაც მეტი ქალი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში, მით მეტი გავ­ლე­ნა ექ­ნე­ბათ მათ პო­ლი­ტი­კურ პრი­ო­რი­ტე­ტებ­სა და სა­ჯა­რო პო­ლი­ტი­კა­ზე. სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ვე­ლი მე­ო­რე ადა­მი­ა­ნი (52%) ფიქ­რობს, რომ პო­ლი­ტი­კა­ში ქა­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდა და­დე­ბით გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს ქვე­ყა­ნა­ზე. ამავდრო­უ­ლად, მო­სახ­ლე­ო­ბის 22%-ს მი­აჩ­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­ჩე­ვით თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე კენ­ჭისყრა ქა­ლე­ბის­თვის უფრო რთუ­ლია, ვიდ­რე კა­ცე­ბის­თვის (11%).

პო­ლი­ტი­კა­ში ქა­ლე­ბის ჩარ­თვის­თვის ყვე­ლა­ზე დიდ წი­ნა­ღო­ბად ოჯა­ხუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი (49%) და ქა­ლი­სა და კა­ცის რო­ლებ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი (27%) აღიქ­მე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის (57-72%) გან­ცხა­დე­ბით, ადა­მი­ა­ნის სქესს მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს პრე­ზი­დენ­ტის, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის ან მე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მისი კან­დი­და­ტუ­რის გან­ხილ­ვი­სას. ისი­ნი, ვინც რო­მე­ლი­მე სქესს უპი­რა­ტე­სო­ბას ანი­ჭებს, ყვე­ლა ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე კაცს უფრო და­უ­ჭერ­და მხარს, ვიდ­რე ქალს.

თუმ­ცა, ამავდრო­უ­ლად, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის (48%) თქმით, სწო­რედ ოჯა­ხის მხარ­და­ჭე­რას შე­უძ­ლია პო­ლი­ტი­კა­ში მეტი ქა­ლის ჩარ­თუ­ლო­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა. ოჯა­ხის მხარ­და­ჭე­რას მოს­დევს კარ­გი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბი (22%) და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან მხარ­და­ჭე­რის გაზ­რდა პო­ლი­ტი­კა­ში ქა­ლე­ბის ჩარ­თვის­თვის (21%).

კა­ცებ­თან შე­და­რე­ბით, ქა­ლებს უფრო მე­ტად სჯე­რათ, რომ პო­ლი­ტი­კა­ში მეტი ქა­ლის ჩარ­თვა ქვე­ყა­ნას სარ­გე­ბელს მო­უ­ტანს.

ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბა - მო­სახ­ლე­ო­ბა­ში კვლა­ვაც გავ­რცე­ლე­ბუ­ლია გენ­დერუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბი ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებყო­ველ მე­ო­რე ადა­მი­ანს (52%) სჯე­რა, რომ ოჯახ­ში ბოლო სი­ტყვა კაცს ეკუთ­ვნის და ბავ­შვზე ზრუნ­ვა უფრო დე­დის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, ვიდ­რე მა­მის. მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა (56%) ეთან­ხმე­ბა აზრს, რომ თუკი ბავ­შვი ავად გახ­დე­ბა, მის მო­სავ­ლე­ლად სამ­სა­ხუ­რი­დან დას­ვე­ნე­ბის დღე დე­დამ უნდა აი­ღოს და არა მა­მამ.

კვლე­ვა­ში გა­მოჩ­ნდა გარ­კვე­უ­ლი გან­სხვა­ვე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებ­სა და, რეს­პონ­დენ­ტე­ბის აღ­ქმით, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბულ ნორ­მებს შო­რის. კერ­ძოდ, გა­მო­კი­თხულ­თა მხო­ლოდ 42 % ეთან­ხმე­ბა ტრა­დი­ცი­ულ მო­საზ­რე­ბას, რომ ოჯა­ხის მთა­ვა­რი მარ­ჩე­ნა­ლი კაცი უნდა იყოს, ხოლო ოჯა­ხის მოვ­ლა ქა­ლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. თუმ­ცა, უმ­რავ­ლე­სო­ბას (57%) მი­აჩ­ნია, რომ ამ შე­ხე­დუ­ლე­ბას მათ და­სახ­ლე­ბა­ში მცხოვ­რებ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა იზი­ა­რებს.

ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბა - მო­სახ­ლე­ო­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნია.მო­სახ­ლე­ო­ბის 91% ამ­ბობს, რომ არ არ­სე­ბობს გა­რე­მო­ე­ბე­ბი, როცა ადა­მი­ან­მა შე­იძ­ლე­ბა პარტნი­ორს და­არ­ტყას, ნაკ­ლებს (78%) მი­აჩ­ნია, რომ მათ და­სახ­ლე­ბა­ში ხალ­ხის უმე­ტე­სო­ბა იმა­ვეს ფიქ­რობს. მო­სახ­ლე­ო­ბის 74% არ ეთან­ხმე­ბა მო­საზ­რე­ბას, რომ ცოლ-ქმარს შო­რის ძა­ლა­დო­ბა პი­რა­დი საქ­მეა და სხვე­ბი არ უნდა ჩა­ე­რი­ონ, ნაკ­ლებს (59%) სჯე­რა, რომ ამ მო­საზ­რე­ბას მათ და­სახ­ლე­ბა­ში ხალ­ხის უმე­ტე­სო­ბაც იზი­ა­რებს.

სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბის კონ­ტროლ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გან­წყო­ბე­ბი - მო­სახ­ლე­ო­ბის აღ­ქმით, კა­ცებ­თან შე­და­რე­ბით, ქა­ლე­ბი ნაკ­ლე­ბად აკონ­ტრო­ლე­ბენ სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით სექ­სუ­ა­ლურ ნა­წილსმო­სახ­ლე­ო­ბის და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვარს (51%) სჯე­რა, რომ ქა­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად გან­კარ­გავს სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბას, კა­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 65%-ია. 82% ფიქ­რობს, რომ კა­ცე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ვის­ზე იქორ­წი­ნოს, ხოლო ქა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში იმა­ვეს მხო­ლოდ 69% ამ­ბობს.

მო­სახ­ლე­ო­ბის 91% ეთან­ხმე­ბა აზრს, რომ ქა­ლებს თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბის უფ­ლე­ბა უნდა ჰქონ­დეთ, თუ რო­დის და ვის­ზე და­ქორ­წინ­დნენ, უფრო ნაკ­ლე­ბი - 72% მი­იჩ­ნევს, რომ ამ მო­საზ­რე­ბას მათ და­სახ­ლე­ბა­ში მცხოვ­რებ­თა უმე­ტე­სო­ბაც იზი­ა­რებს.

სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­ხე­ვარ­ზე მეტი (51%) ფიქ­რობს, რომ კა­ცის­თვის ქორ­წი­ნე­ბამ­დე სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რის ქონა გა­მარ­თლე­ბუ­ლია, ხოლო ქა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში იმა­ვეს მხო­ლოდ 30% პრო­ცენ­ტი ამ­ბობს. მო­სახ­ლე­ო­ბის აღ­ქმით, ხალ­ხის უმე­ტე­სო­ბას ამ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე უფრო კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი აქვს. მხო­ლოდ 18% მი­იჩ­ნევს, რომ მათ ირ­გვლივ მი­სა­ღე­ბია ქორ­წი­ნე­ბამ­დე სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რი ქა­ლე­ბის­თვის, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი ამ­გვა­რად მო­სახ­ლე­ო­ბის 31% ფიქ­რობს.

გა­ნათ­ლე­ბასა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა (88%) არ ეთან­ხმე­ბა მო­საზ­რე­ბას, რომ ბი­ჭის­თვის უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა, ვიდ­რე გო­გოს­თვის. თუმ­ცა, ამავდრო­უ­ლად, მო­სახ­ლე­ო­ბის ეს ნა­წი­ლი ფიქ­რობს, რომ მათი და­სახ­ლე­ბის მა­ცხოვ­რე­ბელ­თა უმე­ტე­სო­ბას ამ სა­კი­თხზე უფრო კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბა აქვს. მხო­ლოდ მო­სახ­ლე­ო­ბის 69% ამ­ბობს, რომ მის და­სახ­ლე­ბა­ში მცხოვ­რებ­თა უმე­ტე­სო­ბა იზი­ა­რებს მათ შე­ხე­დუ­ლე­ბას.

ცნო­ბის­თვის: კვლე­ვა ნა­წი­ლია პრო­ექ­ტის - "ქალ­თა ლი­დე­რო­ბა დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში“, რო­მე­ლიც შვე­ი­ცა­რი­ის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­ა­გენ­ტოს ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ყოველ მე-2 ადამიანს სჯერა, რომ ოჯახში ბოლო სიტყვა კაცს ეკუთვნის, ბავშვზე ზრუნვა კი დედის პასუხისმგებლობაა - საქართველო და გენდერული სტერეოტიპები: უახლესი კვლევა | Allnews.Ge