რისი აშენება იგეგმება ყოფილი ელბაქიძის დაღმართზე? (+ფოტო)
ელბაქიძის დაღმართის ტერიტორიაზე, კერძოდ, ზვიად გამსახურდიას სანაპირო #12-ში თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა იგეგმება.
საუბარია, 31-სართულიან შენობაზე, რომელსაც კიდევ 2 მიწისქვეშა სართული ექნება. როგორც დოკუმენტაციაში აღნიშნული კომპლექსი დატვირთული იქნება ყველა იმ ფუნქციით, რაც სჭირდება დამოუკიდებელ და სრულყოფილ განაშენიანებას.
პროექტის დამკვეთი შპს "საქანელა დეველოპმენტია". კომპანიას თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს უკვე მიმართეს განცხადებით, რომ პროექტი შეითანხმონ და გასცენ მშენებლობის ნებართვა.
ცნობისთვის, შპს „საქანელა დეველოპმენტის" 100%-იანი წილის მესაკუთრე შპს „სილქ რიალ ისთეითია“. იხილეთ სრულად