
საკმაოდ თბილი დღეების შემდეგ, 17 მარტიდან ისევ შეიცვალა ამინდი და საკმაოდ აგრილდა. რამდენ ხანს გაგრძელდება ასეთი წვიმიანი და გრილი ამინდი და, ზოგადად, როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში? - ამ საკითხზე გრძელვადიანი პროგნოზის განყოფილების უფროსი, ხათუნა ქოქოსაძე გვესაუბრება:
- გაზაფხული საკმაოდ ცივად დაიწყო. 1-ელი და 2 მარტი თოვლიანი იყო, მერე გამოიდარა და ტემპერატურამ მნიშვნელოვნად მოიმატა, როგორც დასავლეთ, ასევე - აღმოსავლეთ საქართველოში. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურამ 32 გრადუსს მიაღწია, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 30 გრადუსამდე ავიდა, რაც საკმაოდ იშვიათობაა. ყოველთვის ასე არ ხდება. შემდეგ საქართველოში კვლავ ცივი ჰაერის მასები შემოიჭრა, ამიტომ უმეტეს რაიონში ნალექი იყო. მაღალ მთაში თოვლი მოვიდა. ასეთი ცივი ამინდი გრძელდება კვირის ბოლომდე. კვირას შესუსტდება ინტენსივობა და ზოგან გამოიდარებს. შემდეგი კვირა, 24 მარტიდან თვის ბოლომდე, უმეტესად ისევ უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ტემპერატურა ნელ-ნელა აიწევს და კვირის ბოლოდან ისევ მაღალ ნიშნულს ველოდებით, როგორც დასავლეთ, ასევე -აღმოსავლეთ საქართველოში.დასავლეთ საქართველოში, შესაძლებელია, ტემპერატურამ 28-30 გრადუსამდე მოიმატოს. აღმოსავლეთ საქართველოშიც უმეტესად უნალექო ამინდი იქნება და ტემპერატურა მოიმატებს 27- 28 გრადუსამდე, დაბლობსა და ბარში. მთიან და მაღალმთიან რაიონებშიც უნალექო ამინდი იქნება. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ტემპერატურა 25-26 გრადუსამდე აიწევს, მაღალ მთაში 19-20 გრადუსამდეც შეიძლება, მოიმატოს. ასევე, გაიზრდება ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოს მთებსა და მაღალმთიანეთში. მთებში 25 გრადუსამდე აიწევს ტემპერატურა, მაღალმთიან რაიონებში კი - 17-18 გრადუსამდე. მომდევნო თვე ანუ აპრილი საკმაოდ თბილი იქნება. მოიმატებს ტემპერატურა და მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება აპრილის დასაწყისშიც.
- პერიოდულად იწვიმებს კიდეც?
- 23 მარტამდე ნალექი იქნება, დაბლობსა და ბარში იწვიმებს, მაღალმთიან რაიონებში თოვლი გაგრძელდება, ამ კვირის ბოლომდე, მომდევნო კვირიდან კი გამოიდარებს და თვის ბოლომდე მთელ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. წელს, აპრილში, ნორმასთან შედარებით ნაკლები იქნება ნალექი, თუმცა მაინც გაზაფხულის თვეა და კლიმატით აპრილი ყველაზე უხვი ნალექით გამოირჩევა. ამ კვირაში დამთავრდება ნალექიანი დღეები, 24 მარტიდან უკვე გამოიდარებს და თვის ბოლომდე, 31 მარტამდე, უნალექო ამინდი იქნება...წაიკითხეთ სრულად