
„თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ დიდი დიღომი-დიდუბის დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის და სამშენებლო სამუშაოების Design-Build მეთოდით შესყიდვის მიზნით ბაზრის კვლევას აცხადებს.
მოთხოვნების თანახმად, პრეტენდენტს ბოლო ათი წლის განმავლობაში არანაკლებ სამი ტრამვაის ხაზის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და მშენებლობის პროექტი უნდა ჰქონდეს განხორციელებული.
ამასთანავე, პროექტის განმახორციელებელ კომპანიას 2022-2024 წლებში არანაკლებ 50 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი უნდა ჰქონდეს, ბოლო სამი წლის განმავლობაში არ უნდა იყოს ზარალზე გასული, ხოლო წმინდა ქონება უნდა იყოს დადებითი.
შესყიდვის დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ პროექტის განხორციელების/დასრულების საორიენტაციო ჯამური ვადა 4.5 წელი იქნება. პრეტენდენტებმა წინადადება 2025 წლის 23 აპრილამდე უნდა წარადგინონ.
როგორი იქნება დიდი დიღომი-დიდუბის ტრამვაის ხაზი
ტრამვაის ხაზი დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრო რაიონების კვეთის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება, დავით აღმაშენებლის ხეივნის და დიღმის მასივის გავლით კი მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიას დაუკავშირდება. იხილეთ სრულად