
შავი და ხმელთაშუა ზღვების დამაკავშირებელი მარმარილოს ზღვის ნაწილი, ნარინჯისფრად შეიღება. მეცნიერთა თქმით, ნარინჯისფერ დინებას პლანქტონების განსაკუთრებული სახეობის გამრავლება იწვევს, რომელთა დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც არის შესაძლებელი.
პლანქტონების ეს სახეობა გარეგნულად მედუზას ჰგავს, თუმცა მხოლოდ ჰგავს. სინამდვილეში ის სულ სხვა სახეობას განეკუთვნება, მისი პოვნა კი თურქეთის ნებისმიერ სანაპიროსთან შეიძლება. მეცნიერთა განმარტებით, გაზაფხულზე როდესაც ბუნება იღვიძებს, პლანქტონებიც აქტიურდებიან და სწრაფად მრავლდებიან, რაც იმხელა მასშტაბებს აღწევს, რომ ზღვის წყლისთვის შეფერილობის შეცვლა შუძლია.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ადგილობრივებს მეცნიერთა განმარტებაში ეჭვი შეაქვთ და ფიქრობენ, რომ წყლის მიერ ფერის ცვლილება შესაძლოა დაბინძურებით ან გემებიდან ქიმიური ნარჩენების გაჟონვით იყოს განპირობებული.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ჩიას თესლის სასარგებლო თვისებებზე უკვე ყველას სმენია, თუმცა ზუსტად რას უხდება ეს პროდუქტი და როგორ უნდა მოვიხმაროთ?
ჩიას პოპულარობა მსოფლიოში დღითიდღე იზრდება და დამსახურებულადაც. როგორც აღმოჩნდა, ეს მცენარე შეიცავს თითქმის ყველა იმ ნივთიერებას, რომელიც ადამიანის ორგანიზმს სჭირდება - ცხიმები, ცილები, ნახშირწყლები, ვიტამინები, ანტიოქსიდანტები, მინერალები. ის საუკეთესო დამხმარეა წონის კლების დროსაც.
"მისი მირთმევის შემდეგ დანაყრების შეგრძნება საკმაოდ ხანგრძლივია. ჩიას მარცვალს სუპერ საკვებიც ეწოდება. 2 სუფრის კოვზი ჩიას მარცვალი დაახლოებით, 10 გრამ უჯრედისს (საკვებ ბოჭკოს) შეიცავს. ეს რეკომენდებული დღიური დოზის თითქმის 40%-ია. მოგეხსენებათ, რომ უჯრედისით, საკვები ბოჭკოთი მდიდარი პროდუქტი წონის კლებას უწყობს ხელს. ჩიას შემადგენლობაში შედის ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავა, უფრო მეტად კი ალფა-ლინოლენის მჟავა. რამდენიმე კვლევის შედეგის თანახმად ზემოაღნიშნული კომპონენტით გამდიდრებული საკვები ამცირებს მეტაბოლური სინდრომის და გულის კორონარული დაავადების განვითარების რისკს. ჩიას შემადგენლობაში შედის: კალციუმი, ფოსფორი, მანგანუმი, თუთია. სპეციფიკური გემო არა აქვს, ამიტომ, მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ სითხესთან, წვენთან ან წყალთან ერთად. განზავების შემდეგ ის გელის კონსისტენციას იძენს. ასევე, მისი გამოყენება წარმატებით შეიძლება სალათში ისევე, როგორც სალათის მოსასხმელის შემადგენლობაში, ან იოგურტთან, სუპებთან ერთად. ვფიქრობ, ყველაზე მეტი პოპულარობით მაინც ჩიას პუდინგი სარგებლობს. ნებისმიერი პროდუქტის მირთმევის დროს უნდა დავიცვათ ზომიერება. ამიტომ, ვფიქრობ, 28 გრამის ოდენობით, სასურველ სითხეში განზავებული და არა მშრალი სახით მიღებული ჩიას მარცვალი, საკმაოდ დამანაყრებელია და ჯანსაღი კვების რაციონის კარგი შემადგენელი კომპონენტია," - აცხადებს ენოკრინოლოგი ქეთევან ასათიანი ერთ-ერთ ინტერვიუში.
რას უხდება ჩიას თესლი ჩამონათვალი საკმაოდ დიდია: ეს პროდუქტი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას, ამცირებს ჰიპერტენზიას, ზრდის გულის კუნთის ეფექტურობას, ამცირებს LDL ქოლესტერინს და განსაკუთრებით სასარგებლოა კარდიოვასკულარული სისტემის ჯანმრთელობისთვის. მისი ანთების საწინააღმდეგო კომპონენტები სარგებლის მომტანია სახსრების პრობლემების დროს. ასევე, მას აქვს დადებითი ეფექტი საჭმლის მომნელებელ სისტემაზე და ხელს უწყობს ჯანსაღი მიკრობიომის ფორმირებას. დამხმარეა კუჭის მჟავიანობისა და ძილის დარღვევების შემთხვევაშიც. აჩქარებს ქსოვილების განახლების პროცესს, რაც ანელებს ორგანიზმის დაბერებას. თანაბრად მოქმედებს თმისა და ფრჩხილების გაჯანსაღებაზე. ენერგიის იდეალური წყაროა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებისა და ათლეტებისთვის, ასევე ხელს უწყობს მიომეტრიულ განვითარებას. მხოლოდ ერთი ჩაის კოვზი ამ თესლიდან უზრუნველყოფს ორგანიზმს ენერგიით მთელი დღე-ღამის განმავლობაში.
ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ უნდა გამოიყენონ დაბალწნევიანმა ადამიანებმა, ასევე მათ, ვინც სისხლის გამათხელებელ მედიკამენტებს მოიხმარს. იხილეთ სრულად
მკითხველის კომენტარები
(0)