26 ოთხშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
25.03.2025 / 08:03
შრიფტის ზომა:

"ამ კვირის განმავლობაში, ტემპერატურის მომატებას ველოდებით" - მიმდინარე კვირის ამინდის ვრცელი პროგნოზი გარემოს ეროვნული სააგენტოდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი, დოდო გვაზავა გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" მიმდინარე კვირის ამინდის პროგნოზის შესახებ ვრცლად საუბრობს:

- გასულ კვირას არამდგრადი ამინდი გვქონდა, რაც ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი ცივი და შავი ზღვის დასავლეთიდან შედარებით ნოტიო და თბილი ჰაერის მასებით იყო განპირობებული. ამიტომ, ყველგან წვიმდა. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში თოვდა. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებშიც გათოვდა. ნალექი დასავლეთ საქართველოში 23 მარტსაც შენარჩუნდა. აღმოსავლეთ საქართველოში, შედარებით გამოიდარა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

რაც შეეხება მიმდინარე კვირას, ამინდს განსხვავებული სინოპტიკური სიტუაცია განაპირობებს. სამხრეთიდან თბილი ჰაერის მასების გავრცელებას ველოდებით. თუმცა, ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი ცივი ჰაერი საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებზე გავლენას მოახდენს. ამიტომ, ცალკეულ დღეებში არ არის გამორიცხული, ნალექი იყოს, რაც ტემპერატურაზე ვერ იმოქმედებს. ამ კვირის განმავლობაში, ტემპერატურის მომატებას ველოდებით.

დასავლეთ საქართველოში მიმდინარე კვირაში შესაძლოა, ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ დაბლობ რაიონებში +20 გრადუსამდე მოიმატოს. მთიან რაიონებში +15, +17 გრადუსამდე, მაღალ მთაში +6, +11 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი. თბილი და უნალექო ამინდი 25 მარტსაც შენარჩუნდება. მაგრამ, 26-27 მარტს შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან სუსტი რაოდენობით ცივი ჰაერის მასების შემოსვლაა მოსალოდნელი. რაც უფრო მეტად ნალექზე იმოქმედებს. შესაძლებელია, უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა იყოს, თუმცა მაქსიმალური ტემპერატურა, დაახლოებით, +20, +22 გრადუსის ფარგლებში იქნება. კვირის მეორე ნახევარში - 27-30 მარტს აღმოსავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერებას უნდა ველოდოთ. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა შესაძლებელია, +28, +30 გრადუსამდე მოიმატოს. იხილეთ სრულად

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

"ამ კვირის განმავლობაში, ტემპერატურის მომატებას ველოდებით" - მიმდინარე კვირის ამინდის ვრცელი პროგნოზი გარემოს ეროვნული სააგენტოდან | Allnews.Ge