27 ხუთშაბათი - 2025, მარტი

ქართველი ჯუდოკების 9 მედალი თბილისის გრანდ სლემზე - საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების გენერალური სპონსორია | Allnews.Ge

ქართველი ჯუდოკების 9 მედალი თბილისის გრანდ სლემზე - საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების გენერალური სპონსორია

21-23 მარტს თბილისში ჯუდოს გრანდ სლემის ტურნირი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 52 ქვეყნის 385-მა ჯუდოკამ მიიღო, მათ შორის 37-მა ქართველმა. 3-დღიანი ტურნირის ბოლოს საქართველოს ნაკრებმა ცხრა მედალი მოიპოვა - ორი ოქრო, ორი ვერცხლი და ხუთი ბრინჯაო:

ოქრო: ლაშა შავდათუაშვილი, ეთერ ლიპარტელიანი;

ვერცხლი: გურამ თუშიშვილი, თემურ ნოზაძე;

ბრინჯაო: გიორგი ჯაბნიაშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი, ზაურ დვალიშვილი, ირაკლი ბეროშვილი, ნინო ლოლაძე.

საქართველოს გუნდი საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა, ჩამორჩა მხოლოდ საფრანგეთს (3 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო), ხოლო პირველი ადგილი დაიკავა კაცებში.

თბილისის გრანდ სლემის პირველ სატურნირო დღეს ფინალურ ბლოკში სამმა ქართველმა იჭიდავა, რომელთაგანაც მედლის მოპოვება თემურ ნოზაძემ (66 კგ.) შეძლო. ქართველი ჯუდოკა ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ალბერტ ნაგუჩევთან დამარცხდა.

ორმაგად სასიხარულოა ლეგენდარული ქართველი ჯუდოკას, ლაშა შავდათუაშვილის (73 კგ.) კიდევ ერთი წარმატება, რომელმაც ტურნირის მეორე დღეს ფინალში დაძაბულ ბრძოლაში ნეიტრალური დროშით გამომსვლელი, აგაიანი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. ლაშამ ზედიზედ მეორედ მოახერხა თბილისურ ტურნირზე ოქროს მედლის მოპოვება.

იმავე დღეს 81კილოგრამ წონით კატეგორიაში გამომსვლელი ორი ქართველი – ზაურ დვალაშვილი და ირაკლი ბეროშვილი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ. დვალიშვილმა ბრინჯაოს ფინალში ფრანგი ჯუდოკა, აპერბა დაამარცხა 22 წამში იპონით, ხოლო ბეროშვილმა კანადელ ჯუდოკას, გოტიე დრაპოს მოუგო.

გრანდ სლემის დასკვნითი შეჯიბრის დღეს კი ფინალურ ბლოკში სამი ქართველი ჯუდოკა ასპარეზობდა: მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა ფინალში ვერ მოახერხა ნეიტრალური დროში მოასპარეზე იანლ ტასოევის დამარცხება, დასანან ბრძოლაში იუკოთი დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

იმავე დღეს გიორგი ჯაბნიაშვილმა (90 კგ.) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – ქართველმა ჯუდოკამ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში სლოვაკი პეტერ ზილკა დაამარცხა.

ასევე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ირაკლი დემეტრაშვილმაც (+100 კგ.), რომელმაც უზბეკი ბახტიოროვი დაამარცხა.

ცალკე უნდა გამოვყოთ ქართველ ქალ ჯუდოკათა წარმატება თბილისის გრანდ სლემზე: ეთერ ლიპარტელიანმა 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა - ეთერი ფინალში ფრანგ მეტოქეს, მარტა ფავაზს 0-12 ჩამორჩებოდა და მაინც მოახერხა მისი დამარცხება 13-12. ლიპარტელიანი ზედიზედ მეორედ დაეუფლა ამ ტურნირის ოქროს მედალს. იმავე წონაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა ნინო ლოლაძე, რომელმაც გერმანელი ჯუდოკა, შტარკი იპონით დაამარცხა.

თბილისის გრანდ სლემზე შარშანდელი წარმატებული გამოსვლის შემდეგ, წელსაც ბევრი მედლის მოპოვება მოვახერხეთ და დავიკავეთ გუნდური მეორე ადგილი. ისღა დაგვრჩენია, ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების გენერალური სპონსორია.

(R)