
წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე უცხო პირების მხრიდან შეჭრის ფაქტი დაფიქსირდა. ამის შესახებ ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"23 ოქტომბერს, დაახლოებით 03:30 წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე უცხო პირების მხრიდან შეჭრის ფაქტი დაფიქსირდა. რამდენიმე უცხო პირი არ დაემორჩილა განწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხა მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას, ერთ-ერთი თავდამსხმელის ცხედარი აღმოაჩინეს.
საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ტრაგედია დატრიალდა დღეს თბილისში. მთაწმინდის პარკის პარკინგთან არსებული შენობა ჩაინგრა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა.
AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, დაღუპულია 30 წლის რუსთაველი ახალგაზრდა, ლევან დვალი."სამნი არიან მოყოლილი, მეგობრები იყვნენ ერთად, როცა ტრაგედია დატრიალდა. ჩემი შვილის ძმაკაცი დაღუპულია და ორი მძიმე მდგომარეობაშია. საავადმყოფოში არიან. დაღუპული მორგში ჰყავთ", - ამბობს ერთ-ერთი დაშავებულების დედა.
არსებული ინფორმაციით, მეგობრები ფოტოებს იღებდნენ, როცა ტრაგედია დატრიალდა. ცნობილია, რომ ამ შენობაში მოქალაქეები ქალაქის ხედის გადასაღებად შედიოდნენ.
"მეგობრები არიან ერთმანეთის. ლევანი იყო 30 წლის არ იყო დაოჯახებული. საუკეთესო ადამიანი იყო. ძალიან მხიარული და ხალისიანი იყოო. ცხოვრობდა რუსთავში, დაშავებულები არიან მისი მეგობრები, ერთს ფეხი აქვს მოტეხილი, მეორეს ხელი. შოკში ვართ ყველა. რა მოხდა, დეტალები ჩემთვის ჯერჯერობით უცნობია. ყველაზე ხალისიანი ადამიანი იყო, ვისაც კი ვიცნობ", - გვეუბნება დაღუპულის მეგობარი.
როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
მკითხველის კომენტარები
(0)