პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომი განიხილება, ამ წუთებში იკითხება ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი, რომლის თქმითაც, ერგნეთის ბაზრობის დახურვის შემდეგ შეიძლებოდა შექმნილიყო ხალხთა შორის დიალოგის სხვა მექანიზმები.
კომისიის დღევანდელ სხდომაზე ზურაბ ნოღაიდელმა განმარტა, თუ რატომ მიიღო მაშინ ერგნეთის ბაზრობის დახურვის გადაწყვეტილება.
"ერგნეთის ბაზრობით დავიწყებ. კი, ერგნეთის ბაზრობას შეიძლება გარკვეულწილად ჰქონდა თავისი მნიშვნელობა რეგიონში ადამიანების დაახლოებაში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ხვრელი იყო საქართველოს საბიუჯეტო შემოსავლებისთვის. ერგნეთის ბაზრობაზე თუ ვილაპარაკებთ, მის გაუქმება-დახურვაში მთავარი პასუხისმგებელი პირი მე ვარ. აგერ ვარ ამ ბაზრობის დახურვის მთავარი პასუხისმგებელი პირი. ფინანსთა მინისტრობის დროინდელ გადაწყვეტილებაზე ვსაუბრობ იმიტომ, რომ ქვეყანა, სახელმწიფო ვერავითარ შემთხვევაში ვერ შედგება, სადაც იქნება კონტრაბანდა, ფაქტობრივად, ხელშეწყობილი, თვალდახუჭული სახელმწიფოს მიერ. ეს გადაწყვეტილება, ისევე როგორც რამდენიმე სხვა გადაწყვეტილება, იყო ჩემი მინისტრობის პირველ დღეებში მიღებული და შემდეგ, შესაბამისად, განხორციელებულიც. სრულიად და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. უფრო მეტიც, ახლავე შემიძლია ვთქვა, რომ ამ მოქმედებებს უშუალოდ 2008 წლამდე ჩვენ არ მივუყვანივართ“, - განაცხადა ნოღაიდელმა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მისი თქმით, ერგნეთის ბაზრობით ქართველი და ოსი ხალხი ერთად კონკრეტულ საქმეებს აკეთებდნენ, მაგრამ "სამწუხაროდ, საქართველოს ბიუჯეტის ხარჯზე და ეს დაუშვებელი იყო“. ნოღაიდელის განმარტებით, ამის ნაცვლად შეიძლებოდა შექმნილიყო დიალოგის სხვა მექანიზმები.
"სრულიად დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ შემთხვევაში, შესაძლებელი იყო ამ დიალოგის წარმოება. დიალოგის საფუძველი ქართველებსა და ოსებს შორის ყოველთვის იყო, ყოველთვის იქნება და ახლაც არის, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელი უკვე მომხდარია. მის გარეშე მით უფრო კიდევ მეტად იქნებოდა შესაძლებელი. ეს შენიშვნა, რომ სხვა რამე უნდა გაკეთებულიყო, ვფიქრობ, სამართლიანია“, - განაცხადა ნოღაიდელმა.
ამასთან, წულუკიანმა გაიხსენა ნოღაიდელის პრემიერ-მინისტრობის დროს, იმ პერიოდის თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადება, რომ „ახალ წელს ცხინვალში შეხვდებოდნენ“ და ყოფილ პრემიერს ჰკითხა, იყო თუ არა ეს განცხადება მასთან შეთანხმებული. ნოღაიდელმა თქვა, რომ კონსტიტუციურად თავდაცვის მინისტრი არა მას, არამედ პრეზიდენტს ემორჩილებოდა. მისი შეფასებით ოქრუაშვილის ეს განცხადება "უსარგებლო და არასაჭირო“ იყო.
"მოცემული მინისტრი კონსტიტუციურადაც არ უნდა დამმორჩილებოდა, იმიტომ, რომ მაშინ სხვანაირი სახელმწიფო მოწყობის სისტემა იყო. შესაბამისად, ჩემი, როგორც კაბინეტის ხელმძღვანელის უფლებამოსილება იყო ეკონომიკა და მასთან დაკავშირებული სოციალური საკითხები. თავდაცვა, უსაფრთხოება, საგარეო პოლიტიკა იყო პრეზიდენტის განსაკუთრებული უფლებამოსილება და შესაბამისად, თავდაცვის მინისტრის მარტო ეს კი არა, არცერთი განცხადება ჩემთან შეთანხმება არათუ არ იყო, არამედ არც უნდა ყოფილიყო.
ეს იყო ძალიან უსარგებლო, სრულიად არასაჭირო განცხადება, ყველამ კარგად ვიცოდით, რომ არანაირ ახალ წელს არ შეხვდებოდა ცხინვალში ირაკლი ოქრუაშვილი. კრიზისი რეალურად ამ საკითხების ირგვლივ მუდმივად იყო საქართველოში იმ პერიოდის განმავლობაში და ასეთი არასაჭირო განცხადება ერთი არ იყო, მრავალი იქნებოდა.
ამის გარდა სხვა ბევრად უფრო რთული და კრიზისული საკითხები იყო. ვიყავით კიდეც ერთხელ ბრძოლის ზღვარზე, რისი შეჩერებაც ძალისხმევის შედეგად ძლივს მოვახერხეთ - 2006 წელს ვგულისხმობ. მივყვები თქვენს პირველ კითხვას, ეს [განცხადებები] ხომ არ აღმოჩნდა 2008 წლის მოვლენების საფუძველი. სწორედ ამის ახსნა მინდოდა, რომ ასეთი კრიზისები, არასაჭირო, არა სასარგებლო, კონტრპროდუქტიული განცხადებები ერთი არ ყოფილა. ბევრი კრიზისი იყო, მაგრამ ყოველთვის ვახერხებდით საბრძოლო მოქმედებების თავიდან აცილებას, რაც 2008 წელსაც, სრულიად დარწმუნებული ვარ, უნდა მომხდარიყო“,- განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.
გარდა ამისა, თეა წულუკიანმა ნოღაიდელს ჰკითხა, თუ ჰქონდა მაშინდელ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან აზრთა სხვადასხვაობა, რაზეც ყოფილმა პრემიერმა თქვა, რომ ხშირად ჩხუბობდნენ.
ასევე, ნოღაიდელის განცხადებაზე, რომ 2006 წელს შეიარაღებული კონფლიქტი თავიდან აცილება მოხერხდა, წულუკიანმა მას ჰკითხა, როგორ მოხერხდა ეს, ნოღაიდელმა უპასუხა:
"ჩხუბით, პრეზიდენტთან. ხელჩართულ ბრძოლაში კი არ გადავსულვართ, მაგრამ მისი დარწმუნებით მოხდა“, - აღნიშნა ნოღაიდელმა.
კიდევ ერთ კითხვაზე, ხომ არ ჩაერივნენ ამ საკითხში პარტნიორებიც, ნოღაიდელი ამბობს, რომ ეს ზუსტად არ ახსოვს: "ვერ იქნებოდა მხოლოდ და მხოლოდ ჩემი დამსახურება, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ კომპლექსური საუბრების შედეგი იყო“.
"კონფლიქტი და ჩხუბი გვქონდა ბევრი, ბევრჯერ და ხშირად. უშუალოდ მაგ საკითხებზე [თავდაცვის] არა მხოლოდ, ძირითადად ფინანსებზე, მაგრამ პარალელურად მაგ საკითხებზე. შეიძლება უშუალოდ ცხინვალის რეგიონს არ შეეხება, მაგრამ ასეთი საკითხი ბევრი იყო. მათ შორის, ცხადია კამათი გვქონდა ამ საკითხზე [ოქრუაშვილის განცხადება], რაც ცოტა ხნის წინ მოიყვანეთ, რაც კონტრპროდუქტიული და არასაჭირო იყო, მაგრამ სხვა ბევრად უფრო ღრმა საკითხები იყო, რომელი ერთი მაგალითი მოგიყვანოთ, არ ვიცი. 2006 წელს, ზუსტად ოქრუაშვილის გადადგომას მოჰყვა კონფლიქტი ცხინვალის რეგიონში, როდესაც ვიყავით შეიარაღებული კონფლიქტის ზღვარზე, რომლის მოგვარებაც მოხერხდა“,- განაცხადა ნოღაიდელმა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მკითხველის კომენტარები
(0)