02 ოთხშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

შალვა პაპუაშვილი მარინ ლე პენზე - რა თქმა უნდა, არ მინდა საფრანგეთის შიდა საქმეებში ჩავერიო, მაგრამ, ნურც საფრანგეთი ჩაერევა საქართველოს შიდა საქმეებში - აქ დაბალი ღობე არავინაა | Allnews.Ge

შალვა პაპუაშვილი მარინ ლე პენზე - რა თქმა უნდა, არ მინდა საფრანგეთის შიდა საქმეებში ჩავერიო, მაგრამ, ნურც საფრანგეთი ჩაერევა საქართველოს შიდა საქმეებში - აქ დაბალი ღობე არავინაა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ეხმაურება საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი, მარინ ლე პენი ევროკავშირის თანხების გაფლანგვაში დამნაშავედ იქნა ცნობილი.

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, არ სურს საფრანგეთის საქმეებში ჩარევა, მაგრამ ნურც საფრანგეთი ჩაერევა საქართველოს საქმეებში.

„მე, რა თქმა უნდა, არ მინდა საფრანგეთის შიდა საქმეებში ჩავერიო, მაგრამ, მაშინ, ნურც საფრანგეთი ჩაერევა საქართველოს შიდა საქმეებში. აქ დაბალი ღობე არავინაა”, - წერს პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი, მარინ ლე პენი და რვა ევროპარლამენტარი ევროკავშირის თანხების გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლე პენს საჯარო თანამდებობის დაკავება 5 წლით აეკრძალა, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 100 000 ევროს ჯარიმის გადახდა დაეკისრა.