"წელს 6775 წელი ვიზეიმეთ" - როგორ აღნიშნავენ საქართველოში მცხოვრები ასურელები ახალ წელს, რომელიც აპრილში დგება
ასურელები, ასირიელები, ასურები, სირიელები, არამეელები, ქალდეელები (საკუთარი სახელწოდება ათურაი, სურაი, ქალდაი) — სემიტური მოდგმის ხალხი, არამეელების შთამომავალნი. ცნობილი არიან აგრეთვე, როგორც სირიელები, აისორები (ეს სახელწოდება გავრცელებული იყო მეფის რუსეთში და დამაკნინებლად ითვლებოდა), ასურელები არიან პირველი ქრისტიანი ხალხი, რომლებმაც პირველად იწამეს იესო ქრისტე.
დღეს ასურელების სახელმწიფო (ასურეთი)აღარ არსებობს და მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას არიან მათი შთამომავლები... "ხაბ-ნისანი", ასე ჰქვია არამეულად ასურელთა ახალ წელს, რომელსაც 1 აპრილს აღნიშნავენ და 12 დღე გრძელდება.
გიორგი იაკობიძე, ასურელი ახალგაზრდა:
- წარმოშობით ასურელი ვარ, ასურულად ჩემი გვარი ასე იქნებოდა - ბიტ იაკობი, ანუ ძე იაკობისა, (ბიტ ძეს ნიშნავს)
- დღეს საქართველოში აღნიშნავენ ამ დღესასწაულს?
- ოჯახებში უფრო აღნიშნავენ, ასურელების უმრავლესობა თუ იკრიბება, მას შარას ეძახიან. როგორც ვიცი, „ხაბ ნისანი“ ითარგმნება, როგორც დღესასწაული და ასურული წელთაღრიცხვის ქრისტესშობამდე ათვლას ნიშნავს ... გაზაფხულზე ახალ წელს იმიტომ აღნიშნავენ, რომ ბუნების გამოცოცხლების დღესასწაულია და მინდვრის სამუშაოების დაწყებაც ამ დროს ხდება.
გიორგი იაკობიძე
- სად ცხოვრობენ საქართველოში ასურელები?
- ასურელების უმრავლესობა სოფელ ქანდაში ცხოვრობენ, კუკიაზეც მრავლად არიან. კუკიაზე მცხოვრებ ასურელები დაახლოებით 1812 წელს დასახლდნენ, ჰქონდათ აგურის ცეხი, რომლითაც აშენებულია მრავალი შენობა მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი. ისინი ყველა აგურს სახავდნენ ჯვარს. სოფელ ქანდაში არის 13 ასურელი მამის სახელობის ეკლესია, სადაც მამა სერაფიმე ბიტ ხარიბი არამეულ ენაზე, ანუ ნეო ასურულ ენაზე, რომელზეც იესო ქრისტე საუბრობდა, აღავლენს წირვა-ლოცვას. "ხაბ ნისანის" რელიგიური დატვირთვა არ აქვს.
- ანუ დღეს ეს დღესასწაული უფრო ოჯახებში აღინიშნება...
- დიახ, ოჯახებში აღინიშნება. ადრე უფრო იკრიბებოდნენ და მასშტაბურად აღნიშნავდნენ. საგანგებოდ ამ დღეს მზადდება - ჯაჯიკი, თრიდა, ყალია, მურთუხა უფრო მარეზობას კეთდება, მარეზობას ქართულად ეძახიან და ისე წმინდა ზაიას დღესასწაულია რომელიც ეთნიკურად ასურელი წმინდანი გახლდათ და მურთუხასაც ამ დღეს აკეთებენ. ამბობენ, რომ პირველად ლუდიც მესოპოტამიაში ასურეთში მოიხარშა. ხარისა არის კიდევ ასურული კერძი. მურთუხა რძისგან, კარაქისგან და ფქვილისგან მზადდება. თრიდა მაწონით (არაჟანთან ერთადაც გემრიელია) მწვანე ხახვი, წიწაკა, რეჰანი, ქონდარი, კამა, კიტრი, მწვანილები და ლუკმებად ჩაყრილი პური... რამოდენიმე თვეა რაც პაპა გარდამეცვალა, ის გეტყოდათ უამრავ ამბავს ასურელებზე. იხილეთ სრულად