როგორ შეიცვალა ბინების ღირებულება დედაქალაქში?
„2025 წლის თებერვალში, პირველად ბაზარზე, ბინებზე კვადრატული მეტრის საშუალო ფასი თვიურად 1.1%-ით გაიზარდა“ - ამის შესახებ „გალთ&თაგარტის“ კვლევაში ვკითხულობთ.
მათივე ცნობით, 1.1%-იანი ზრდის შედეგად, თებერვალში კვადრატული მეტრის გასაყიდმა ფასმა საშუალოდ 1 334 აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით - 6.3%-ით, ხოლო 2023 წლის თებერვალთან შედარებით - 18.82%-ით მეტია.
"უძრავი ქონების ფასებმა პირველადი ბაზრის თეთრი კარკასის ბინებზე ყველაზე მეტად - 13%-ით ვაკეში მოიმატა და კვადრატულ მეტრზე 2 525 აშშ დოლარს შეადგენს; 11%-იანი ზრდა იყო ვაშლიჯვარში (1 007 დოლარი); ხოლო 9-9%-იანი სამგორსა (1 073 დოლარი) და დიდ დიღომში (1 041 დოლარი). სხვა უბნებთან შედარებით, ფასები ყველაზე ნაკლებად - 6%-ით გლდანში გაიზარდა და კვადრატული მეტრის ღირებულებამ 1 031 დოლარი შეადგინა. იხილეთ სრულად
მკითხველის კომენტარები
(0)