27 კვირა - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
09.04.2025 / 11:04
შრიფტის ზომა:

როგორია 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული ქალის დღევანდელობა, მძიმე წარსულის შემდეგ

ისე, მოხ­და, რომ ამ ადა­მი­ა­ნის სა­ხე­ლი და გვა­რი 1989 წლის 9 აპ­რილს და­უ­კავ­შირ­და. ის თა­ვი­სი ფან­დუ­რით იმ ტრა­გი­კულ ღა­მეს სიმ­ღე­რით, შე­უ­პოვ­რად დახ­ვდა რუს­თა­ველ­ზე მო­სულ რუ­სულ ჯარს და ის­ტო­რი­ა­ში შე­ვი­და... 9 აპ­რი­ლის სიმ­ბო­ლოდ ქცე­უ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი, ლელა ვე­ფხვა­ძე უკვე 30 წე­ლია, თბი­ლი­სის მეტ­რო­ში მღე­რის...

მის­თვის ცხოვ­რე­ბა მარ­ტი­ვი არ აღ­მოჩ­ნდა, მაგ­რამ შშმ პირი ყვე­ლა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას­თან შებ­რძო­ლე­ბას მუდ­მი­ვად ახერ­ხებს. მას­თან ერ­თად, კი­დევ ერთხელ, თვა­ლი გა­და­ვავ­ლეთ მის არც ისე მარ­ტივ ცხოვ­რე­ბას.

- იმ აქ­ცი­ებ­ზე, იმ დღე­ებ­ში ოთხნი ვმღე­რო­დით. 9 აპ­რი­ლის სა­ღა­მო­საც წა­ვე­დით, თუმ­ცა წას­ვლა არ ვა­პი­რებ­დით, სპონ­ტა­ნუ­რად გა­დავ­წყვი­ტეთ. რად­გან არ მივ­დი­ო­დით, შემ­ღე­რე­ბუ­ლე­ბიც არ ვი­ყა­ვით, რუს­თა­ველ­ზე რომ მი­ვე­დით, იქვე შევმღერ­დით... ის­ტო­რი­ა­ში შეხ­ვე­დი­თო, მი­თხა­რით, - ამას რომ მე­უბ­ნე­ბი­ან, ყო­ველ ჯერ­ზე გული მწყდე­ბა. მარ­ტო მე არა, „ჩემი გო­გო­ე­ბიც“ - ასე ვე­ძახ­დი მათ, შე­ვიდ­ნენ. მათი დამ­სა­ხუ­რე­ბაც არა­ნაკ­ლე­ბია. ჩვე­ნი ოთხე­უ­ლი­დან ცო­ცხა­ლი მხო­ლოდ მე ვარ. ისი­ნიც უსი­ნათ­ლო­ე­ბი იყ­ვნენ და დღეს თი­თო­ე­უ­ლი ძა­ლი­ან მაკ­ლია... კი, იმ ღა­მე­საც ოთხი­ვე ვმღე­რით... მერე იმ არე­უ­ლო­ბა­ში კა­ბე­ლი გა­წყდა ჩვე­ნი ხმა აღარ ის­მო­და...

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

- ფაქ­ტობ­რი­ვად რუს­თა­ველ­ზე მო­სულ მეტრს სიმ­ღე­რით დახ­ვდით...

- კი, ასე იყო და სიმ­ღე­რაც, რა­საც ვმღე­რო­დით, ისიც სიმ­ბო­ლუ­რია. ეს იყო "სა­ლა­ღო­ბოს" - ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რის სხვა ვერ­სია. ასე მოგ­წონ­და და თი­ნი­კომ, ერთ-ერ­თმა მე­გო­ბარ­მა, ეს ვერ­სია შე­მოგ­ვთა­ვა­ზა, იმ ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით გა­ვა­კე­თეთ, რაც იმ ცნო­ბილ კად­რებ­ში ის­მის. ამ სიმ­ღე­რას წინა დღე­ებ­შიც ვას­რუ­ლებ­დით, ხალ­ხი სხვა­ნა­ი­რად გვხდე­ბო­და, მუხტს სწევ­და და სა­ო­ცარ ემო­ცი­ას იწ­ვევ­და... იმ ღა­მე­საც ფან­დუ­რი რომ გა­ვამ­ზა­დე, უნდა წაგ­ვემ­ღე­რა, ზვი­ად­მა და მე­რაბ­მაც ეს სიმ­ღე­რა გვთხო­ვეს...

640a539f-8bb5-40a7-a508-1a0aa04eb906-37929-1744199349.jpeg

- იმ მძი­მე წუ­თებ­ში რო­გორ გა­დარ­ჩით?

- ტან­კე­ბი რომ შე­მო­ვი­და, ტრი­ბუ­ნა­ზე ვი­ყა­ვით, ყვე­ლამ პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის­კენ ამო­ი­წია და ჩვენც ნელ-ნელა უკან და­ვი­ხი­ეთ. მე, თი­ნი­კო, დო­ნა­რა და ზა­ი­რა (ჩვენ შო­რის ყვე­ლა­ზე ასა­კო­ვა­ნი იყო, დე­და­ჩე­მის ტოლი, მაგ­რამ შე­მარ­თუ­ლი ქალი გახ­ლდათ. კარ­გი ბანი ჰქონ­და) ერ­თად ვი­ყა­ვით, მაგ­რამ ისე­თი ამ­ბა­ვი ატყდა, რომ ყვე­ლა­ნი და­ვიქ­საქ­სეთ. ერთი მო­მენ­ტში ხალ­ხის ტალ­ღამ ზე­მოთ ძა­ლი­ან ამო­ი­წია და პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის კე­დელს მი­ვე­კა­რი. ვე­ღარ ვსუნ­თქავ­დი, ყვე­ლა მა­ღა­ლი ადა­მი­ა­ნი ჩემ წინ იდგა. უჰა­ე­რო­ბის­გან ვხვდე­ბო­დი, რომ გო­ნე­ბას ვა­კარ­გავ­დი. მერე არ ვიცი, რა მოხ­და, რა­ღაც­ნა­ი­რად ხალ­ხი გა­ი­ფან­ტა, და­ი­შა­ლა, ხე­ლის ცე­ცე­ბით კე­დელს გავ­ყე­ვი, ორი­ენ­ტა­ცია არ მი­ჭირს და მა­შინ­დე­ლი მი­ლი­ცი­ე­ლე­ბის ჯავ­შან­ჟი­ლე­ტებს ვე­ბღა­უ­ჭე­ბო­დი და ასე ხე­ლით მივ­ყვე­ბო­დი. მერე პირ­ველ სკო­ლა­სა და პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას შო­რის ქუ­ჩა­ზე გა­ვე­დი. უნდა ჩავმხრჩვა­ლი­ყა­ვი, მა­ღა­ლი ბორ­დი­უ­რი იყო და ჩემი დის კი­ვი­ლი მო­მეს­მა - ლე­ლა­კო, მიშ­ვე­ლეე! - ჩემი და გან­წი­რუ­ლი ხმით ყვი­რო­და...

მი­ლი­ცი­ე­ლე­ბის კორ­დონ­ში ისევ შევ­ბრუნ­დი, - ძლივს გა­მოხ­ვე­დი, სად მი­დი­ხარ­თო?! - მი­თხრეს. ჩემი და კი­ვის, უნდა ვი­პო­ვო და მი­ვი­დე-მეთ­ქი. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ მი­ვა­გე­ნი. და, რო­მელ­საც ასე­ვე მხედ­ვე­ლო­ბის პრობ­ლე­მა აქვს და თი­ნი­კო ერ­თმა­ნეთს მიჰკვროდ­ნენ. მოვ­კი­დე მათ ხელი და იმ გზით გა­მო­ვიყ­ვა­ნე, რა გზი­თაც მე გა­მო­ვე­დი. მა­ნამ­დეც მო­ვი­ლა­პა­რა­კეთ, თუ და­ვი­კარ­გე­ბო­დით, ჩვენს თა­ნამ­შრო­მელ­თან, გრი­ბო­ე­დო­ვის ქუ­ჩა­ზე მოგ­ვე­ყა­რა თავი. სა­მი­ვე გრი­ბო­ე­დო­ვის ქუ­ჩის­კენ და­ვი­ძა­რით. პირ­ველ სკო­ლას­თან მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლელს რომ მი­ვუ­ახ­ლოვ­დით, უკან ჯა­რის­კა­ცე­ბი მოგ­ვდევ­დნენ, მათი ნა­ლე­ბი­ა­ნი ჩექ­მე­ბის ხმა ახ­ლაც ყურ­ში ჩა­მეს­მის. უკვე ვგრძნობ­დით, რომ ვერ გა­ვექ­ცე­ო­დით, პა­ტა­რა გამ­ხდარ გო­გო­ებს რა შეგ­ვეძ­ლო?! მათ ვერ და­ვეხ­სნე­ბო­დით, ჯერ მარ­ტო ჩვე­ნი მხედ­ვე­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და ასე­ვე ემო­ცი­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. იხილეთ სრულად

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

როგორია 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული ქალის დღევანდელობა, მძიმე წარსულის შემდეგ | Allnews.Ge