17 ხუთშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
02.04.2018 / 11:04
შრიფტის ზომა:

იოსებიძის ქუჩის ნაწილზე მოძრაობის მიმართულება შეიცვლება

იოსებიძის ქუჩის ნაწილზე მოძრაობის მიმართულება შეიცვლება

ქუთათელის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ხვალ, ქუთათელისა და იოსებიძის ქუჩის ქუთათელი-კალანდაძის მონაკვეთზე ცალმხრივი მოძრაობის მიმართულება შებრუნდება. შესაბამისად, ხვალიდან ქუთათელის ქუჩაზე ავტომობილები შარტავასა და ხვიჩიას ქუჩებიდან შევლენ, საიდანაც მოძრაობას იოსებიძეზე განაგრძობენ, ხოლო კალანდაძისა და იოსებიძის ქუჩების გზაჯვარედინზე ისინი გადაადგილებას შეძლებენ მარცხნივ - პეკინის გამზირისკენ ან პირდაპირ - კვლავ იოსებიძის ქუჩაზე.

გასათვალისწინებელია, რომ კალანდაძის ქუჩიდან იოსებიძის ქუჩაზე მარცხნივ შეხვევა შეიზღუდება. ასევე, ნებადართული არ იქნება ფანჯიკიძის ქუჩიდან სააკაძის მოედანზე იოსებიძისა და ქუთათელის ქუჩების გავლით მოძრაობაც.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

თბილისის მერია ავტომფლობელებს ურჩევს, ნუცუბიძის ქუჩიდან სააკაძის მოედანზე მოსახვედრად, იონა ვაკელის ქუჩის, ყაზბეგისა და პეკინის გამზირებით, ასევე, კოსტავას ქუჩით ისარგებლონ.

ქუთათელისა და იოსებიძის ქუჩების მონაკვეთზე მოძრაობის მიმართულების შეცვლის მიზანია სატრანსპორტო სქემის დახვეწა. გატარებული ღონისძიების შედეგად იოსებიძის ქუჩა ავტომობილების ნაკადებისგან მნიშვნელოვნად განიტვირთება. კომფორტული და მარტივი გადაადგილების მიზნით თბილისის მოძრაობის სქემების ოპტიმიზაციაზე მუშაობას განაგრძობს.

მკითხველის კომენტარები
(1)

შარზეა ეს კაცი
13 აპრილი , 2025 09:04

ნაგაზისა და მგლის ნაჯვარში 5 მილიონი დოლარი! ჯერ ნაგაზია და თუ გადაეკეტა,შინაურსაც დაგლიჯავს;(ჩემი ნათესავი დაგლიჯა თავისივე კავკასიურმა ნაგაზმა) მერედა მგელი რაცაა,ვიცით. ამ მგელძაღლას რომელიმე ნახევარს რომ გადაეკეთოს,შეიძლება პატრონი შეჭამოს (ნახევრად),რომელმაც მასში ამხელა თანხა გადაიხადა და სულ თვალებში შესციცინებდა. ეს ძლიერი ცხოველია,არ არის სათამაშო.75 კილოგრამიანი არსება შემთხვევითაც რომ შეგეჯახოს,უკვე ჩეპეა. ) მინახავს გერმანული ნაგაზისა და მგლის ნაჯვარი მეტისები.ძაღლებივით ყეფენ და მგლებივით ყმუიან.ისე ყმუიან,რომ ციმბირის ტყეში გეგონება თავი.

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

კავკასიური ნაგაზისა და მგლის ნაჯვარი "ლეკვი" 5 მილიონი დოლარად გაიყიდა - ვინ არის მყიდველი? | Allnews.Ge

კავკასიური ნაგაზისა და მგლის ნაჯვარი "ლეკვი" 5 მილიონი დოლარად გაიყიდა - ვინ არის მყიდველი?

ცხო­ვე­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აზი­ა­რე­ბენ უცხო­უ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მელ­საც თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა შო­კუ­რი უწო­დო.…ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენს სი­ნამ­დვი­ლე­ში მა­ინც: ინ­დო­ელ­მა მი­ლი­ო­ნერ­მა, სა­ხე­ლად სა­ტიშ­მა, შე­ი­ძი­ნა კავ­კა­სი­უ­რი ნა­გა­ზი­სა და მგლის ნაჯ­ვა­რი "ლეკ­ვი", რო­მელ­შიც 5 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და. ოკა­მი დღე­ში 3 კგ ქათ­მის ხორცს ჭამს და ასაკ­თან შე­და­რე­ბით ძა­ლი­ან დი­დია: მისი სი­მაღ­ლე 75 სმ-ია; წონა კი 75 კგ.

ალ­ბათ, და­მე­თან­ხმე­ბით, რომ ჩვენს სი­ნამ­დვი­ლე­ში ცხო­ველ­ში მსგავ­სი თან­ხის გა­დახ­და სიზ­მრა­დაც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია; თუმ­ცა თა­ნახ­მაც რომ ვი­ყოთ და ფუ­ლიც გვქონ­დეს, ისიც სა­კი­თხა­ვია, მსგავ­სი ჰიბ­რი­დი ჩვენ­ში ოდეს­მე შე­იქ­მნე­ბა თუ არა; ან მით უფრო უცხო­ე­თი­დან შე­მოყ­ვა­ნა თუ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. ქარ­თუ­ლი კა­ნო­ნე­ბი ამას მკაც­რად არე­გუ­ლი­რებს. თუმ­ცა ისიც არის, რომ არა­ვინ იცის, რა მოხ­დე­ბა მო­მა­ვალ­ში, ინ­დო­ე­ლი მი­ლი­ო­ნე­რი და ძაღ­ლე­ბის სე­ლექ­ცი­ის ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი ამ იშ­ვი­ა­თო­ბის დეკ­ლა­რი­რე­ბა­ში საკ­მა­ოდ დიდ თან­ხას შო­უ­ლობს და თა­ვის მი­ლი­ო­ნებს კი­დევ ზრდის. რო­გორც უცხო­უ­რი პრე­სა წერს, ოკა­მის ხალ­ხში გა­მო­ჩე­ნა თუნ­დაც ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი­თაც 2500 გირ­ვან­ქას აგ­რო­ვებს: ასე­თი სა­უ­ცხოო ჯი­შის ჰიბ­რი­დი ხომ პირ­ვე­ლია მსოფ­ლი­ო­ში და ცხა­დია, შე­მო­სავ­ლის მდი­დარ წყა­რო­დაც იქცა. ოკა­მი ამე­რი­კა­ში და­ი­ბა­და. ცხვირ-პირი, ფერი და სი­მაღ­ლე მა­მის აქვს, და­ნარ­ჩე­ნი - დე­დის, ცოტა მო­ჭარ­ბე­ბუ­ლი აგ­რე­სი­უ­ლო­ბის გარ­და. კავ­კა­სი­უ­რი ნა­გა­ზე­ბი მო­გეხ­სე­ნე­ბათ, პატ­რო­ნის უერ­თგუ­ლე­სი დამ­ცვე­ლე­ბი არი­ან, მაგ­რამ აგ­რე­სი­უ­ლო­ბას არ ავ­ლე­ნენ, რო­დე­საც პატ­რო­ნი მშვი­დად ყოფ­ნას სთხოვს. თუმ­ცა ვინ იცის, მო­მა­ვალ­ში ვის თვი­სე­ბებს მე­ტად გა­მო­ავ­ლენს ოკა­მი. ამ მოვ­ლე­ნის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რი სა­გა­რე­ჯოს კავ­კა­სი­უ­რი ნა­გა­ზის ძაღლსა­შე­ნის მე­პატ­რო­ნეს თე­მურ მი­ქე­ლა­ძეს ვთხო­ვეთ.

- თუ არ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმას, რომ ძაღლში ამ­ხე­ლა ფული პირ­ვე­ლად გა­და­ი­ხა­დეს და ჯი­შიც პირ­ვე­ლად შე­იქ­მნა, მგლი­სა და ძაღ­ლის შთა­მო­მავ­ლის და­ბა­დე­ბა სუ­ლაც არ არის გა­საკ­ვი­რი. ორი­ვე ერთი ჯი­შის არის და ორი­ვე ძუ­ძუმ­წო­ვა­რია. მე­ტიც, სე­ლექ­ცი­ო­ნე­რე­ბი გე­ტყვი­ან, რომ მგლი­სა და ძაღ­ლის შეჯ­ვა­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი ზოგ­ჯერ ბუ­ნე­ბა­შიც ხდე­ბა. მგლი­სა და გერ­მა­ნუ­ლი ნა­გა­ზი­სა­გან არის გა­მოყ­ვა­ნი­ლი სლო­ვა­კუ­რი ძაღ­ლი, თუმ­ცა არც ისე წარ­მა­ტე­ბუ­ლი. პატ­რონ­საც ეს­ხმის თავს და მგლის მსგავ­სად ვერ ეგუ­ე­ბა ქა­ლაქ­ში ცხოვ­რე­ბას, უძ­ლებს სი­ცი­ვეს და არ მოს­წონს ბავ­შვე­ბი.

ნი­დერ­ლან­დებ­ში, ჰო­ლან­დი­ელ­მა სე­ლექ­ცი­ო­ნერ­მა ლინ­დერტ ლა­ა­როს­მა ჯერ კი­დევ 1921 წელს მგლი­სა და ძაღ­ლის ნა­ში­ე­რი, ლა­ა­რო­სის ძაღ­ლი გა­მო­იყ­ვა­ნა. დი­დად არც ეგ ჯი­შია წარ­მა­ტე­ბუ­ლი. ცო­ტა­თი მში­შა­რა ანუ ფრთხი­ლია და ვერ ეგუ­ე­ბა ბავ­შვებს. ანუ მათ­ში მგლის თვი­სე­ბე­ბი ჭარ­ბობს. სხვა­თა შო­რის, ინ­დო­ე­ლის ძვი­რად ღი­რე­ბულ ლეკვს ვი­დე­ო­შიც ეტყო­ბა აგ­რე­სი­უ­ლო­ბა. თუმ­ცა, ულა­მა­ზე­სია. ცხა­დია, მის მშობ­ლებს ჯერ კი­დევ მის ჩა­სახ­ვამ­დე არ­ჩევ­დნენ, უვ­ლიდ­ნენ და შემ­დეგ სე­ლექ­ცი­ა­შიც დიდი თან­ხაა ჩა­დე­ბუ­ლი. მსგავ­სი ამ­ბე­ბი მარ­თლაც დიდ ფულს მო­ი­თხოვს. ამ ჯი­შის გა­მოყ­ვა­ნა­ზე მი­ლი­ო­ნო­ბით ინ­დუ­რი რუ­პია და­ი­ხარ­ჯა. დედა კავ­კა­სი­უ­რი ნა­გა­ზი უნდა იყოს. სა­ერ­თოდ, უმე­ტე­სად მსგავ­სი შეჯ­ვა­რე­ბი­სას დე­დად ში­ნა­ურ ცხო­ველს არ­ჩე­ვენ.

- რა­ტომ, უფრო ფრთხი­ლი დე­დაა?

- უბ­რა­ლოდ, ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი დე­დო­ბას ში­ნა­ურ გა­რე­მო­ში უკე­თე­სად სწე­ვენ. კავ­კა­სი­უ­რი ნა­გა­ზი კი თით­ქოს ჩვენ გვგავს - ძლი­ე­რი, მებ­რძო­ლი და ერ­თგუ­ლია. ამი­ტომ მეტი სიყ­ვა­რუ­ლით ვუვ­ლი და მის­თვის არა­ფე­რი მე­ნა­ნე­ბა. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა