17 ხუთშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს - რას აცხადებენ ჟურნალისტები? | Allnews.Ge

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს - რას აცხადებენ ჟურნალისტები?

ვა­სილ ივა­ნოვ-ჩი­ქო­ვა­ნი და ნინო ზა­უ­ტაშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლი­დან ტე­ლე­წამ­ყვა­ნე­ბი ვა­სილ ივა­ნოვ-ჩი­ქო­ვა­ნი და ნინო ზა­უ­ტაშ­ვი­ლი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ამის შე­სა­ხებ ისი­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში სა­უბ­რო­ბენ.

რო­გორც ვა­სილ ივა­ნოვ-ჩი­ქო­ვა­ნი აცხა­დებს, შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა თი­ნა­თინ ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა გა­აც­ნო.

"1 სა­ა­თის წინ და­მი­რე­კა ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის დი­რექ­ტო­რი მე­ლო­დე­ბო­და მა­უ­წყებ­ლის ახალ შე­ნო­ბა­ში. მო­ვე­დი და გა­მაც­ნეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. შიდა მოკ­ვლე­ვის ვა­დე­ბი დღე-დღე­ზე იწუ­რე­ბა და შიდა მოკ­ვლე­ვის დო­კუ­მენ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე, დღეს დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭომ იმ­სჯე­ლა და მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ მე სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ვე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნე. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ გა­მაც­ნო თი­ნა­თინ ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა. ეს იყო სი­ტყვი­ე­რი შეხ­ვედ­რა და ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ნა­წი­ლი იუ­რის­ტის­გან უნდა ჩამ­ბარ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და ვა­სილ ივა­ნოვ-ჩი­ქო­ვან­მა.

ნინო ზა­უ­ტაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის დი­რექ­ტო­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რე­ბენ.

"40 წელი ვი­მუ­შა­ვე სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე. ზუს­ტად ორი წუ­თის წინ, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის დი­რექ­ტორ­მა, თი­ნა­თინ ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა, ელე­ნე მი­ხა­ლოვ­მა და თა­მარ შუბ­ლა­ძემ თა­ვის ქნე­ვით მი­თხრეს, რომ ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის რე­სურ­სი ამო­ი­წუ­რა და სამ­წუ­ხა­როდ უნდა გა­გიშ­ვა­თო. რა თქმა უნდა, ეს საქ­მე წავა სა­სა­მარ­თლო­ში იმი­ტომ, რომ ყვე­ლა­ფერს აქვს სა­მარ­თლებ­რი­ვი მხა­რე. დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი მოკ­ვლე­ვა ახ­სე­ნეს, რის სა­ფუძ­ველ­ზეც გა­მა­თა­ვი­სუფ­ლეს, ოღონდ დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი მოკ­ვლე­ვის შე­დე­გე­ბი ჩემ­თვის არა­ვის არ გა­უც­ნია. ისეთ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა და­ტო­ვეს სამ­სა­ხუ­რე­ბი ბოლო პე­რი­ოდ­ში, რომ არც მიკ­ვირს, არც მწყინს“, - გა­ნა­ცხა­და ნინო ზა­უ­ტაშ­ვილ­მა.